ქართველი ქალი გემოვნებითა და თავის მოვლის სიყვარულით რომ გამოირჩევა,
ახალი ამბავი არ არის. შეამჩნევდით, ალბათ, რომ ბოლო ხანს ბევრი ქალბატონი
შეცვლილი გარეგნობით - ნაოპერაციები ცხვირითა და დაბერილი ტუჩებით დადის.
თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაიაფდა და ამიტომაც
არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ როდესაც პლასტიკური ქირურგიის
ოპერაციების ფასები შევიტყვეთ, ცხადი გახდა, რომ ასეთი ოპერაციები სულაც არ
არის იაფი.