"კომედი შოუს" ყოფილი მსახიობების - ამიკო ჩოხარაძის, ლევან გოგორელიანის
(ფაქო) და თემო მჟავიას "ჯორჯიან დრიმ სტუდიო"-ში გადასვლა ალბათ, ბევრი
თქვენგანისთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორიც - ჩემთვის. აქამდე ბერა
ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ, ახლა თანამშრომლებიც გახდნენ.
ამბობენ, რომ
სტუდიაში
ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ და ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ ხარისხიანი
პროდუქტი შექმნან. სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ბერას, ფაქოს, ამიკოსა და
თემოს
სტუდიაში
ვესტუმრე. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ბიჭებს ვუთხარი, - ჩემი ახლობელი
ამბობს: ბიჭებმა ამ ნაბიჯით მაგარი პენალტი დაარტყეს და გაიტანეს-მეთქი,
რასაც ბერას რეპლიკა მოჰყვა: