ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:26
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 18
    საჩხერეში ,,ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა (VIDEO)
17.04.2012 პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოფისი საჩხერეში გაიხსნა. ოფისის გახსნას ,,ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, კოალიციის წევრები ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური ესწრებოდნენ. საჩხერის ოფისს პერევის საჯარო სკოლის აწ ყოფილი დირექტორი გურამ შუკაკიძე უხელმძღვანელებს. ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებით,წვიმის, ცუდი ამინდის თუ დაბრკოლებების მიუხედავად, ოფისის გახსნას უამრავი ადამიანი დაესწრო. ,ქართული ოცნების" საჩხერის ოფისის გახნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმის გათვალისიწნებით, რომ ეს ივანიშვილის მშობლიური რაიონია.,,საჩხერემ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს",-აცხადებენ ,,ქართული ოცნების" წევრები.
Просмотров: 2152 | Добавил: კობა | Дата: 18.04.2012 | Комментарии (166)

ივანიშვილმა პოლიციას მოუწოდა სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილონ
09:52 18.04.2012

[Presage.tv]

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა პოლიციის თანამშრომლებს მიმართა და მოუწოდა, არ დაემორჩილონ მიხეილ სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს და არ დაარღვიონ კანონმდებლობა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა უკანონობაზე ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„ქართული ოცნების" ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ და აღნიშნა, რომ საკუთარი ნების გამოვლენის გამო ყველაზე მეტად  საჩხერლები დაისაჯნენ.
Просмотров: 778 | Добавил: კობა | Дата: 18.04.2012 | Комментарии (0)

ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდის მოვალეობად საქართველოს კონსტიტუციისთვის ღირსების აღდგენას მიიჩნევს
09:23 18.04.2012

 [Presage.tv]

„ქართული ოცნების" ლიდერი მისი გუნდის მოვალეობად საქართველოს კონსტიტუციისთვის ღირსების აღდგენას მიიჩნევს, რომელიც „აბსოლუტურად შეურაცხყოფილია ერთი კაცის მიერ".
„სააკაშვილი მუდმივად ახერხებს ქვეყნის ძირითადი კანონის საკუთარ თავზე მორგებას და მას ფარატინა ქაღალდის დონის პატივს სცემს, რაც წარმოუდგენელია. გპირდებით, ეს მიდგომა შეიცვლება და მივაღწევთ აღმასრულებელი ხელისუფლების გადანაწილებას და დაბალანსებას. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება ჩვენს მიერ არის ნაქირავები. ის ანგარიშვალდებულია ჩვენთან და არა პირიქით. რეალური თვითმმართველობის დამყარების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ თუ ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, ის უკან გამოვიწვიოთ",-განაცხადა ივანიშვილმა.
Просмотров: 817 | Добавил: კობა | Дата: 18.04.2012 | Комментарии (0)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025