online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2012 » აპრილი » 23
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, თეატრის უკან, ახალი პარკის შესასვლელში უზარმაზარმინარეთიანი მეჩეთი შენდება. ბათუმელთა უმრავლესობამაც კი არ იცის, რომ ცოტა ხანში ილია ჭავჭავაძის ძეგლის წინ 40-მეტრიანი მაჰმადიანური საკულტო ნაგებობა აღიმართება. საქართველოს ცენტრალურმა და აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მინარეთს ნიღაბი მოარგეს და "ჭაჭა თაუერად" მონათლეს, იმ ცნობილ ჭაჭის შადრევნად, საიდანაც ზაფხულში დროდადრო მათრობელა სითხე უნდა გადმოდინდეს.
|
სკანდალი: ვის მოჰპარა "ლაზიკა" საქართველოს მთავრობამ!.. 23-04-2012 როგორც ჩანს, ახალი სკანდალი მწიფდება ამერიკელ მილიონერ ენდრიუ მურდზას, ქართველ ემიგრანტ დავით კარტოზიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებას პროექტ "ლაზიკას" მითვისებაში ადანაშაულებს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს "ლაზიკას" პროექტის ავტორებთან, დავით კარტოზიასა და ენდრიუ მურდზასთან, რომლებსაც "სკაიპით" დავუკავშირდით. დაწვრილ
|
სტუდენტთა აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტში 08:08 23.04.2012
[presage.tv]
23 აპრილს (ორშაბათს) 13 საათზე სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსის წინ გაიმართება სტუდენტთა აქცია. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაა:
1) სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყოს თანხები და დააფინანსოს სტატუსშეჩერებული სტუდენტები, რათა მათ აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი;
2) შემცირდეს სწავლის გადასახადი;
3) სახელმწიფომ დააფუძნოს სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდი, რითაც სტუდენტს
მიეცემა შესაძლებლობა აიღოს შეღავათიანი სესხი, რომლის დაფარვასაც დაიწყებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეტაპობრივად.
4) განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ბატ. დიმიტრი შაშკინთან შეხვედრა
|
ნაციონალი ზაზა კედელაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურად 1 500 ლარს იღებს 09:26 23.04.2012
[ილია მარტყოფლიშვილი, "ქიზიყი"]
ბიძინა ივანიშვილის მრჩეველის, კოალიცია „ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, სპორტსმენი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად განიხილავს, ფონდი "ქართუსგან” ყოველთვიურ საქველმოქმედო დახმარებას ღებულობს – თვეში 1 500 ლარის ოდენობით.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროელი სპორტსმენი პოლიტიკური ამბიციების პარალელურად ივანიშვილის დახმარებას ამ დრომდე იღებს. კედელაშვილი ოლიგარქის ქველმოქმედებით ბოლო 5 წელია სარგებლობს.
„ქიზიყმა" ფაქტის შეფასება ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა: „ჩვენი ფონდი ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არასოდეს არჩევდა, ჩვენ მხოლოდ მათი მიღწევებისა და დამსახურების მიხედვით ვუნიშნავდით ყოველთვიურ დახმარებას. ჩვენგან უხერხულია პოლიტიკური ნიშნით ადამინების გამორჩევა – ჩვენ ასეთი მენტალიტეტის ვართ, ასეთი მრწამსი გვაქვს და ყველა ჩვენი დახმარება აბსოლუტურად უანგარო იყო, არის და იქნება!," – განუცხადა „ქიზიყს" ღარიბაშვილმა.
რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ფონდი "ქართუ”–სგან დახმარების მიმღებთა გვარები იყო მოცემული, ზაზა კედელაშვილის გვარი–სახელი არ ფიგურირებდა.
მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილს გამართული შეხვედრების დროს საპარლამენტო არჩევნებისთვის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის საკითხებზე ისაუბრეს. ამ ვერსიის გავრცელებას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დედოფლისწყაროდან საზღვრისპირა სოფელ ზემო ქედში გადაინაცვლეს. შეხვედრას კედელაშვილიც ესწრებოდა. წარმოშობით სწორედ ამ სოფლიდან გახლავთ ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი.
კედელაშვილი 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ სპორტსმენი პარტიულ საქმიანობაში აღარ გამოჩენილა. თუმცა, პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ აქტიური პარტიული მუშაობით კედელაშვილი არც მანამდე გამოირჩეოდა.
"ქიზიყის” ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელ კანდიდატზე დადებს მმართველი გუნდი ფსონს, მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში.
|
|
|
|
|
|