ხუთშაბათი, 19.06.2025, 15:43
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 15
ქრისტე აღსდგა! - მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
 თბილისი 00:05 - 15.04.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა130  ზომა:
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მთელ საქრისტიანოში უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს მაცხოვარი, რომელმაც საკუთარი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვა გამოისყიდა, მკვდრეთით აღსდგა. მას შემდეგ ადამისა და მისი მოდგმისთვის სამოთხის ბჭე კვლავ გაიღო -ქრისტემ თვითონ აღმოიყვანა ჯოჯოხეთიდან ადამი და ევა, წინასწარ-მეტყველები, მამამთავრები, მართალთა სულები და მათ საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდრა.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისაგან უბი-წოდ შობილი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება ჯვარცმისა და აღდგომისათვის მზაობა იყო. დღესაც, აღდგომის დღესასწაული შესახვედრად თითოეული ქრისტიანი ადამიანი ცდილობს გაითავისოს მხსნელის მიერ გავლილი გზა, რათა უკეთ შეიცნოს მისი მსხვერპლი. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ადამიანს ქრისტეს, როგორც სამყაროს მსაჯულის წინაშე პირნათლად წარდგო-მა "დღესა მას მერვესა."

აღდგომის დღესასწაულს წინ ყველაზე ხანგრძლივი და მძიმე მარხვა უსწრებს. განსაკუთრებულ დატვირთვას კი ბოლო - ვნების კვირა იძენს. ამათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დიდი ხუთშაბათია. ამ დღეს მაცხოვარმა მოწაფეებთან გამართულ საიდუმლო სერობაზე ზიარების საიდუმლო დააფუძნა. თუმცა ყველაზე მძიმე მაინც წითელი პარასკევია - გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის დღე. ეს უდიდესი გლოვეს დღეა, რადგან ამ დღეს იერუსალიმის მაცხოვრებლებმა, ვინც რამოდენიმე დღით ადრე ადიდებდა და ოსანას უგალობდა მაცხოვარს, მას ავაზაკი ბარაბა არჩიეს და პილატეს მისი ჯვარცმა მოსთხოვეს. ქრისტემ ამ დღეს ჯვართან ერთად გოლგოთაზე კაცობრიობის ცოდვა ზიდა - უცოდველმა გამოისყიდა ცოდვილნი. პარასკევობით წითლად იღებება კვერცხი, რაც ქრისტეს მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.

უდიდეს მწუხარებას უდიდესი სიხარული შეენაცვლა - ქრისტე ასღდგა!

ქრისტე აღსდგა!

 
Просмотров: 1885 | Добавил: კობა | Дата: 15.04.2012 | Комментарии (210)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025