online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2012 » აპრილი » 11
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელი რეალობის შესახებ კარგი ინფორმაცია მივიღე, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ყოფილმა, ელჩმა ფრენკ ვიზნერმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, პირისპირ შეხვედრაზე ახლოს გაიცნო ბიძინა ივანიშვილი და კარგი გაკვეთილი მიიღო.
|
კახეთის საინფორმაციო ცენტრის სპეციალური განცხადებაკახეთის საინფორმაციო ცენტრი სპეციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაიცვან ახმეტაში მცხოვრები გულჩინა წიქორიძის უფლებები. გულჩინა წიქორიძეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის გამო შიმშილი და თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მოუწოდებს შესაბამის პირებს, შეწყვიტონ გულჩინა წიქორიძის უფლებების დარღვევა.
|
როგორც ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულს სხდომაზე განაცხადა, ხელსუფლება მოსახლეობაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს და მხოლოდ არჩევნების წინ.
მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" 3-4 წლის წინაც აყენებდნენ საკითხს ბიუჯეტიდან ტრაქტორების შესაძენად 40 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.
|
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, დეპუტატების 70 პროცენტი მილიონერია. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპენსიო პაკეტის განხილვის დროს განაცხადა.
|
საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, პარლამენტის სხდომების ქუთაისში გამართვასთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის 1ლი მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.
|
ჰიდრომეტეოროლოგების ინფორმაციით, აჭარის გურიისა და იმერეთის რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდება.
|
კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 11 აპრილს, 10:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს გაეროში, ფრანკ ვიზნერს შეხვდება.
მისამართი: ახალგაზრდობის ხეივანი 6, ბიზნესცენტრი
|
|
|
|
|
|