
IFC-ის კვლევით საგადასახადო შემოწმება მცირე ბიზნესისთვის კვლავაც მძიმე
ტვირთია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევამ ცხადყო, რომ
საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ ვითარდება. IFC-ის კვლევის თანახმად, 2011
წელს მსხვილ საწარმოებს ზრდის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მცირე
საწარმოებს. 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს გამოკითხული მცირე
საწარმოების მხოლოდ 17% გაფართოვდა, ხოლო 43%-ს კლების ტენდენცია აქვს.
კლების ერთ-ერთ მიზეზად გამოკითხული ბიზნესმენები დაბალ საბაზრო მოთხოვნას
ასახელებენ.