
ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.
უწმინდესის კურთხევით, ჯვართაღმართების დღეს მცხეთის ჯვარზე, თხოთსა და უჯარმის ტაძრებში აღმართული ჯვრები ერთი წლის შემდეგ საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში იგზავნება და იქ იდგმება, რათა პატიოსანი ჯვრების მადლი საქართველოში განიფინოს.
მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაული აღდგომიდან მე-3 კვირას აღნიშნება.