ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო
გარემოს ჩამოყალიბება წარმოუდგენელია დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად
მუშაობის, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის გარეშე. არადა, რეგიონებში
ჟურნალისტების მუშაობა სულ უფრო საშიში ხდება. დღეს, 29 მარტს, ოზურგეთში,
"გურია ნიუსის" ოფისთან ახლოს მდგარი ავტომანქანიდან, კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსმა
ჟურნალისტების დანახვისას, მინა ჩამოწია და საკმაოდ ხმამაღლა,
ჟურნალისტების გასაგონად განაცხადა, რომ "სულ მალე, ყველას დედებს
მო......-ს".
განზრახ
მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულ
ჟურნალისტს სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული
პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
2011 წლის 1 მარტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიისა და ვიზის
ფასილიტაციის ხელშეკრულებები გაფორმდა. მარტივად რომ ავხსნათ, რეადმისია
ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად და
უნებართვოდ მცხოვრები პირების დაბრუნება საქართველოში, ასევე მესამე
ქვეყნის მოქალაქეებისაც, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გავლით
მოხვდნენ.