ოთხშაბათი, 18.06.2025, 16:45
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » ქობულეთში 300-მდე ოჯახს გამოსახლება ემუქრება
09:07
ქობულეთში 300-მდე ოჯახს გამოსახლება ემუქრება

ქობულეთში 300-მდე ოჯახს გამოსახლება ემუქრება გასულ კვირას ქობულეთში, აღმაშენებლის 464-ში, დიდი ხალხმრავლობა და აურზაური იყო. სააღსრულებო ბიუროსა და პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ტაკიძის ოჯახის კუთვნილი ბინიდან გამოსახლება სცადეს, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ტაკიძეების ოჯახს ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალი აქვს, რომელიც თავის დროზე საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად აიღეს. ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ვალი ვეღარ გადაიხადეს, ახლა კი სახლს ვალში უყიდიან. იმავე საშიშროების წინაშე ქობულეთში 300-მდე ოჯახია.

თამაზ ბაკურიძე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "სხვათა შორის, ეს ქობულეთის ის უბანია, რომელმაც თავის დროზე აჭარის რევოლუციის ბედი გადაწყვიტა. გახსოვთ, ალბათ, ჩოლოქის ხიდის აფეთქება საკურორტო სეზონის დაწყებამდე საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ქობულეთელებისთვის, რადგან ფაქტობრივად სეზონის ჩავარდნა ემუქრებოდათ. დღეს სახლ-კარის გარეშე დარჩენა იმ ადამიანებს ემუქრება, ვინც დიდი როლი ითამაშა, სააკაშვილი ვარდებით რომ შესულიყო აჭარაში.

მას შემდეგ, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა, ქობულეთის მოსახლეობასაც გაუჩნდა სურვილი და იმედი, რომ ქვეყანაში ტურიზმი განვითარდებოდა, ბანკებიდან აიღეს კრედიტები, ზოგმა სახლების კეთილმოწყობისთვის, ზოგმა საოჯახო სასტუმროების მშენებლობისთვის. თავიდან ბიზნესი თითქოს კარგად ვითარდებოდა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ აჭარა მთლიანად დაცარიელდა ტურისტებისგან და შესაბამისად სეზონიც ჩავარდა. ამ ხალხს, ვისაც ბანკიდან სოლიდური კრედიტები ჰქონდა აღებული, ვალი დაედოთ. მიუხედავად ამისა, იმედი ჰქონდათ, რომ მომდევნო წლის სეზონზე მაინც შეძლებდნენ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ 2009-2010 წლებში ხელისუფლებამ მოულოდნელად დაიწყო გზების მშენებლობა ქობულეთში, გადათხრილი იყო ყველა ცენტრალური ქუჩა და მტვერსა და ხმაურს ტურისტებიც გაურბოდნენ. ყოველ წელს ზაფხულის სეზონზე ქობულეთში დამსვენებლების რაოდენობა მცირდებოდა...

რაც უნდა გვიმტკიცოს ხელისუფლებამ, რომ აჭარაში ტურისტების რაოდენობა იზრდება, ქობულეთში წლიდან წლამდე მხოლოდ მცირდება. გასული წელი კი ყველაზე წამგებიანი იყო. ასლან აბაშიძის დროსაც კი მეტი ტურისტი ჩამოდიოდა ქობულეთში, ვიდრე 2011 წლის ზაფხულში. ყველაფერმა ამან ქობულეთის მოსახლეობა მიიყვანა იმ დონემდე, რომ დაუგროვდათ უზარმაზარი დავალიანება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინაშე. ბანკებმა, როგორც კომერციულმა ორგანიზაციებმა, დაიწყეს ამ საქმეების სააღსრულებო ბიუროსთვის გადაცემა და მევალეებისთვის ვალში ჩადებული ქონების ჩამორთმევა. ზოგს უკვე ჩამოართვეს. მაგალითად, ბატონი გედენიძის ბინა უკვე იყიდება ვალში და ნერვიულობის ნიადაგზე ჯერ მისი და, შემდეგ კი მეუღლე გარდაიცვალა. არადა ეს ადამიანები ძირძველი ქობულეთელები არიან და მათთვის განსაკუთრებით რთულია, როდესაც ბანკი აიძულებს, დატოვონ მამაპაპისეული სახლ-კარი და მათ ქონებას ვიღაც ეპატრონება.

აღმოჩნდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კორუფციულ სქემებთანაც გვაქვს საქმე. როგორც მითხრეს, ერთ-ერთ ქალს აუქციონზე გამოტანილი ექვსი სახლი შეუძენია. მეპატრონეებს უკვე აღარც ეკითხებიან და გამოსახლებისას აღმოაჩენენ ხოლმე, რომ გაყიდულია და სხვა მეპატრონე ჰყავს.

სხვათა შორის, 2008 წლის შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო იაფი სესხების გაცემა საოჯახო სასტუმროების მოსაწყობად, მაგრამ ამას იმდენად არაორგანიზებული და ქაოსური ხასიათი ჰქონდა, რომ დღესაც არავინ იცის, მათ შორის - ქობულეთის გამგეობამაც კი, ვისზე და რა ოდენობის იაფი სესხი გაიცა.

გამოსავალი ერთია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე, რადგან გასათვალისწინებელია მიზეზი, რის გამოც ჩავარდა ტურისტული სეზონი ქობულეთში და რომ ეს ფორსმაჟორული ვითარება იყო. თუ გვინდა, 300-მდე ოჯახი ქობულეთში გადარჩეს გამოსახლებას და საოჯახო ტიპის სასტუმროების ბიზნესი განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა გასცეს გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხი, რითაც ეს ხალხი შეძლებს დავალიანების დაფარვას. უკვე მიმართეს წერილით პრეზიდენტს, ასევე აჭარის ხელისუფლების თავმჯდომარეს, მაგრამ არავინ მათი ამბით არ დაინტერესებულა. თუ ხელისუფლება დატოვებს ამ ხალხს უყურადღებოდ, გარწმუნებთ, ქობულეთში ძალიან სერიოზულ პრობლემებთან გვექნება საქმე, რადგან ამ 300 ოჯახის უკან თითქმის მთელი ქალაქი დგას.

გასულ კვირას, გიორგი ტაკიძის ოჯახის გამოსახლების დროს, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და შესაძლებლობა არ მისცეს სააღსრულებო სამსახურს სისრულეში მოეყვანათ სასამართლოს გადაწყვეტილება და ოჯახი სახლიდან ვერ გამოასახლეს. ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. არ არის გამორიცხული, აჭარაში მეორე რევოლუცია ახლა ქობულეთიდან დაიწყოს, იმდენად რადიკალურად არის ადგილობრივი მოსახლეობა განწყობილი".

ნანახია: 1095 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2091 2 3 ... 13 14 »
0  
1 ქაჯანა   (04.04.2012 10:19) [Материал]
აბა დილამშვიდობისაააა კობააა სტუმრებოოოო biggrin

0  
2 ქაჯანა   (04.04.2012 10:43) [Материал]
პუშკინ ცოცოხალი ხარ შენ კაცო??? biggrin აჰაა რახან დღემდე მოატანე აწი ქე გადარჩები მაშინ biggrin

0  
3 ქაჯანა   (04.04.2012 10:44) [Материал]
ვააააააააააააააა არალეეეეეეეეეეეეე

0  
4 არალე   (04.04.2012 10:46) [Материал]
ასლანას დრო მოგვენატრებაო, ერთი ჭკვიანი აჭარელი იძახდა2005-ში, დასცინოდნენ მეზობლები
ასე თუ გააგრძელეს და ხალხს რაიმე შეღავათი არ მისცეს ბანკებმა, მასიურ სუიციდს ექნება ადგილი ქობულეთში

0  
5 არალე   (04.04.2012 10:47) [Материал]
სალამი საზოგადოებას!

ნინო biggrin biggrin რათა კაცო, რა შეატყვე პუშკინას, რომ ვერ მოატანდა biggrin

0  
6 არალე   (04.04.2012 10:48) [Материал]
როგორ ხართ პატიოსანი სზოგადიებავ
აფსუს, დრო არ მაქვს, 10 წუთით ვარ შემოპარული, თორემ ხომ ვიჭორავებდი თქვენთან გემრიელად

0  
7 არალე   (04.04.2012 10:51) [Материал]
ჰე, ტქვით რამე, ამდენი დრო კი არ მაქვს smile

კორშა სად დაიკარგა კაცო

0  
8 ქაჯანა   (04.04.2012 10:52) [Материал]
არალე შენ რაღაც ძაან აიღე ხელი აი angry
რა ჩემო იმანო და biggrin ანგინა მაქვსო და ვიბრიდებიოოოო biggrin
პუშკინ მაგ პეჩენის ხრაშუნში ხომ ხედავ ყურშიც აღარ გესმის ჰა??? angry როგორ უპრიალებს ნამცეცებიანი ულვაშები აბა მზეზე გახედე არალე biggrin

ვახახახა გუშინ ღვინის გზას უყურებდი და მამა ეუბნება მარიას პეჩენია და ჩაი რა გემრიელიაო ერთადო ჰაჰაჰაჰა აქედან მოიპარეს ეტყობა რეჟისორებმააა აგე პუშკინ ხედავ რასაც გეტყვი გაიგეე ეეეე მაგ ყურებში თორემ მოვალ და ძალით გაჭმევ იცოდე

0  
9 არალე   (04.04.2012 10:53) [Материал]
აჰა, ჩამოვამწკრივე პოსტები

ღამით მოვალ, და აქ დამხვდით ყველა პოსტზე

წავედი აბა ხმას არ მცემთ

გაგეპარა ნინო პუშკინა smile

200 პოსტზე ნაკლები არ დამახვედროთ

0  
10 არალე   (04.04.2012 10:55) [Материал]
არა გოგო რა ხელი ავიღე, კვირის დასაწყისში ძალიან ვარ დაკავებული, ვმუშაობ დილასაც და საღამოსაც

სამაგიეროდ ხვალიდან ვისვენებ 5 დღე, ეხლას გაქცევაზე ვარ

0  
11 არალე   (04.04.2012 10:57) [Материал]
წავედი აბა, არ გააციოთ კერია

12 ზე მოვალ ღამე

კარქა იყავით

0  
12 ქაჯანა   (04.04.2012 10:57) [Материал]
აბა ბედნიერ საგამოს თუ დგეს რავი გისურვებ biggrin

0  
13 ფეფე   (04.04.2012 11:49) [Материал]
Ra dgeshi chayares xalxi. Aagebines kreitebi da exla asaxleben. Es saxlebi sworedac rom mtavrobis warmomadgenlebis ojaxis wevrebis xelshi sakutrebashi agmochndeba.

0  
14 ფეფე   (04.04.2012 11:50) [Материал]
Gamarjobat. tongue

0  
15 ქაჯანა   (04.04.2012 11:57) [Материал]
ფეფე მოსულაოოოო აბა როგორ ხარ ფეფულიკო??

1-15 16-30 31-45 ... 181-195 196-209
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025