ხუთშაბათი, 19.06.2025, 00:55
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » ბათუმში აფეთქების შედეგად რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
08:59
ბათუმში აფეთქების შედეგად რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
ბათუმში აფეთქების შედეგად რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ბათუმში აფეთქების შედეგად რამდენიმე ოჯახი საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება , გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარმა აფეთქებამ 4-სართულიანი კორპუსის მეორე და მესამე სართულის ბინები სერიოზულად დააზიანა. კედლები ნაწილობრივ ჩამოშლილი და დაბზარულია. ასევე, დაზიანებულია კორპუსის პირველ სართულზე განლაგებული მაღაზიები.
"სახლში არაფერი მთელი აღარ არის. კედლები სულ დაბზარულია, ოდნავ ხელი რომ მიაკარო, მთლად ჩაინგრევა. ინვალიდი შვილი მყავს. აფეთქების დროს ბავშვი სახლში იყო, როგორ გადარჩა, არ ვიცი", - ამბობს ლერმონტოვის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა, გენადი დავითაძემ აღნიშნა, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ერთი ბავშვიც.
"მოხდა გაზის აალება, რომელმაც გამოიწვია ბინის ნაწილობრივ ნგრევა. ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები", - აღნიშნა გენადი დავითაძემ.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაძე მდებარე 4-სართულია სახლის მე-3 სართულზე აფეთქება დღეს მოხდა. საავადმყოფოში ამ დროისთვის ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი რჩება.

ნანახია: 836 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025