ხუთშაბათი, 19.06.2025, 01:28
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მაისი » 12 » სააკაშვილი "ელექტრონული მთავრობის" შემოღების ინიციატივით გამოდის
09:11
სააკაშვილი "ელექტრონული მთავრობის" შემოღების ინიციატივით გამოდის


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ელექტრონული მთავრობის" შემოღების ინიციატივით გამოდის.

 

როგორც პრეზიდენტმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში , კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების გუშინდელ პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასურველ მინისტრს დაელაპარაკოს.

 

"ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი (არ ვიცი, რა მოემატება მოცულობაში, რაც არ უნდა დიდი გააკეთო, მაგრამ რაც იქნება) გამოჩნდება შენ წინ. ეს არ არის ფანტაზია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის მართვაშიც.

 

მისივე შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის გადატანაც მთავრობაზეა მორგებული. სააკაშვილის განცხადებით,საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულ გადაადგილდება, თუმცა მთავრობები შეიცვლება და შესაძლოა ყოველთვის არ იყოს ისეთი, რომელსაც შეუძლია მუდმივად სხვადასხვა ადგილზე ყოფნა.

 

"ჩვენ გვყავს მინისტრები, ფეხმარდები და მკვირცხლები არიან, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და შეიძლება ყოველთვის არ იყოს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია მუდმივად სხვადასხვა ადგილზე იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ, აქედან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ იყოს ელექტრონული მთავრობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ნანახია: 836 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3
0  
1 Pepe   (12.05.2012 13:17) [Материал]
Vaime!

0  
2 ლერა   (12.05.2012 16:05) [Материал]
ამ ფოტოზე მიშა თავის თავს ეუბნება: ვახ ჩემი, რა სისულელეებს ვლაპარაკოოოობ...... biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

0  
3 ბიბი   (12.05.2012 21:10) [Материал]
''პახმელიაზეა'', ნელ -ნელა იხსენებს, რაც თქვა და მოიმოქმედა. cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025