დღეს გამართულ ბრიფინგზე „სახალხო კრების" წევრმა ლუკა
კურტანიძემ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება
გააკეთა.
კურტანიძის თქმით, „სახალხო კრებას" 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიების
შესახებ განცხადება არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული. ღონისძიება ერთი წლის
წინ განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად იყო დაგეგმილი, რომელიც 14
საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უნდა ჩატარებულიყო.