ორშაბათი, 21 მაისი 2012 11:18
შინაგან
საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის საკითხზე განცხადებას
ავრცელებს, რომელსაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი უცვლელად გთავაზობთ:
"20 მაისს თიანეთის პოლიციის რაიონულ შენობასთან ჟურნალისტი გელა
მთივლიშვილი სურათებს უღებდა პოლიციის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს.
პოლიციიელებმა სთხოვეს მას ვინაობის დასახელება, რაზეც გელა მთივლიშვილმა
უარი განაცხადა. ვინაობის დადგენის მიზნით იგი შეყვანილ იქნა პოლიციის
შენობაში, საიდანაც რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც
დადგენილ იქნა მისი ვინაობა, თუმცა, მან შენობის დატოვებაზე უარი
განაცხადა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილს იძულების
წესით დაატოვებინეს პოლიციის შენობა. ინციდენტის დროს ფიზიკურ
დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრესის
წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ სურათები გადაუღონ პოლიციის შენობებს და
პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა ვსარგებლობთ შემთხვევით და მოვუწოდებთ
მედიის წარმომადგენლებს მეტი კორექტულობისკენ", - აღნიშნულია შსს-ს
განცხადებაში.