ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:26
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მაისი » 15

5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანის ცენტრში „შოპინგობდა"

5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანის ცენტრი „შოპინგობდა„ორშაბათს, ორთაჭალაში, 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ,საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე „შოპინგობს". მილანში სააკაშვილი სლოვენიიდან ჩაფრინდა. სლოვენიაში კვირას ის საქართველოს 17 წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწო, - წერს გაზეთი „ალია".

„როგორც ჩანს, მომხდარი სტიქიური უბედურებით, 5 ადამიანის დაღუპვითა და შემდეგ საფეხბურთო მატჩის წაგებით „მიღებული დეპრესიის" გაქარწყლება საქართველოს პრეზიდენტმა მილანში სტუმრობითა და „შოპინგით" გადაწყვიტა", - წერს „ალია".

Просмотров: 1328 | Добавил: კობა | Дата: 15.05.2012 | Комментарии (360)

ლევან ბერძენიშვილი: როდესაც შენს ისტორიულ -კულტურულ ძეგლებს მარჯვნიდან მარცხნივ ჩუქნიან, ხელისუფლებას წითელი ბარათი უნდა აჩვენო
20:09 14.05.2012

[from.ge]

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი და „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის  განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმად, „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება"  განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის  ძალიან დიდი ხანია საზღვარი  დადგენილი არაა, თუმცა ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება  ამას აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან ხმების მოსაპოვებლად გამოიყენებს.

Просмотров: 830 | Добавил: კობა | Дата: 15.05.2012 | Комментарии (2)

ნიკა რურუა: 1994 წლის შეთანხმების თანახმად, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის
19:28 14.05.2012

[From.ge]

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ნინო კალანდაძის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება" განაცხადა, რომ  „დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი სამწუხაროდ, აზერბაიჯანს ეკუთვნის".

„სამწუხაროა ის, რომ უდაბნოს მონასტერი სადავო საკითხს არ წარმოადგენს. სამწუხაროა, მაგრამ ის 1994 წლის შეთახმების თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის", - განაცხადა რურუამ.

 

Просмотров: 832 | Добавил: კობა | Дата: 15.05.2012 | Комментарии (1)

მანავთან პრეზიდენტის ტრაქტორები დგას და ზედ აწერია - "იყიდება”

08:46 15.05.2012
[გიორგი ბექაური]

კახეთში მიწების ნახევარზე მეტი დასამუშავებელია, ამ დროს კი პრეზიდენტის მიერ კახეთისთვის გაგზავნილი ტრაქტორები იყიდება. ყოველ შემთხვევაში, კოალიცია "ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ სოფელ მანავთან პრეზიდენტისეულ ტრაქტორებს ყიდიან.

"მანავთან ის ტექნიკა დგას, რაზედაც სააკაშვილი ამდენს გველაპარაკება და რამდენიმე რაიონში ჰყავდა ჩაყვანილი. ზედ აწერია - "იყიდება”. გარედან აწერია ასე, გაკრული აქვს, რომ იყიდება”, - განაცხა გურჯაანში ყოფნისას თინა ხიდაშელმა.

Просмотров: 1288 | Добавил: კობა | Дата: 15.05.2012 | Комментарии (0)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025