ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:44
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მაისი » 20
შეთანხმება შედგა: დავითგარეჯი ხვალიდან მთლიანად ხელმისაწვდომია

ლუკა მენაბდე
20:59 20.05.2012

ჩიკაგოში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთზე, რომელიც ბოლო დღეებში პრობლემური გახდა, გადაადგილება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, - ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, კომპლექსის მოლოცვა ან დათვალიერება შეზღუდული არ იქნება მანამ, სანამ ამ მონაკვეთზე საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია არ მოხდება. უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების დავალებით ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელები და გადაწყდა, რომ დელიმიტაციამდე დავითგარეჯის იმ მონაკვეთზე, რომელიც 6 მაისიდან პრობლემურად ითვლებოდა, შეზღუდვები მოიხსნება, სანაცვლოდ კი ქართული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ამ ადგილიდან არ მოხდება გადაადგილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე:

”ჩვენი ვალდებულების შესრულების საკითხი ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კოორდინირებული ქმედებით გადაწყდება”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელმაც უპასუხისმგებლო უწოდა ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილის ბოლოდროინდელ განცხადებებს დავითგარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით:

”არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად მოსკოვშიც ჩადიან და მაშინ, როცა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მტრული სახელმწიფოს ინიციატივითა და ხელშეწყობით იერსახეს უცვლიან ჩვენი კულტურის ძეგლებს, მოგვიწოდებენ სიმშვიდისკენ, დაბალანსებული განცხადების გაკეთებისკენ და როცა საქმე ეხება ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოს, ლამისაა, ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდონ”, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

Просмотров: 908 | Добавил: კობა | Дата: 20.05.2012 | Комментарии (4)


პროფესიით ბიოქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი პაატა თუშურაშვილი 2009 წლიდან ამა წლის 1-ელ მაისამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.


Просмотров: 1653 | Добавил: კობა | Дата: 20.05.2012 | Комментарии (99)



"ქართული ოცნება" ქუთაისის მერიის წინააღმდეგ გამოდის. კოალიციის ქუთაისის ოფისის აქტივისტებმა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს. ისინი საქალაქო სასამართლოს მიერ რვა მაისს ქუთაისის მერიის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან.საქმე ეხება 2 მაისს კოალიციის ახალგაზრდული ფრთის აქციის წყლის ჭავლით დაშლას. "ქართული ოცნების" რეგიონალური ოფისის წარმომადგენლის ნატო ქათამაძის განცხადებით, აქცია მერიის დასუფთავების თანამშრომლებმა დაშალეს. "ჩვენ ყველა კანონიერ მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სასამართლომ სამართლიანი და არაპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. კოალიციის წარმომადგენლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ.

Просмотров: 898 | Добавил: კობა | Дата: 20.05.2012 | Комментарии (2)


დიდი რვიანის ლიდერები მიიჩნევენ, რომ საბერძნეთი ევროზონაში უნდა დარჩეს და მიესალმებიან ევროკავშირის მცდელობას ეკონომიკური ზრდის გეგმის შესამუშავებლად.

შესაბამისი განცხადება კემპ-დევიდში დიდი რვიანის სამიტზე გაკეთდა.

Просмотров: 886 | Добавил: კობა | Дата: 20.05.2012 | Комментарии (2)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025