ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის აქცია
დაშალეს, - ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა "ფეისბუქში", ბიძინა
ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს კონტროლის პალატამ მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების
ჩამორთმევის მორიგი ეტაპი დაიწყო. ამჟამად კონტროლის პალატაში
ახსნა-განმარტებებს იმ ადამიანებისგან იღებენ, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"
ან კოალიციაში შემავალ პარტიებს საოფისე ფართები მიაქირავეს.
2009-2011
წლებში საქართველოში მოქმედ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, არასრული
ინფორმაციით, 131 გარდაცვალების შემთხვევა მოხდა. 2009 წელს - სამუშაო
ადგილზე 37 ადამიანი გარდაიცვალა და 50 დაშავდა. როგორც სტატისტიკური
მონაცემებიდან ჩანს, 2010 წელს გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი
საგრძნობლად გაიზარდა - 81 გარდაცვლილი და 168 დაშავებული. რაც შეეხება
2011 წელს, ამ მხრივ სრული სტატისტიკა არ არსებობს. პროფკავშირებს მხოლოდ
იმ საწარმოებიდან აქვთ ინფორმაცია, სადაც პირველადი პროფკავშირული
ორგანიზაციები არსებობს.