სოსო ცისკარიშვილი: "სააკაშვილმა ბავშვების თამაშზე ისე იხალისა, საკუთარი მიცვალებულები გადაავიწყდა"
12 მაისის ღამის ძლიერი წვიმა დედაქალაქში ტრაგედიით დასრულდა. წყალდიდობამ
ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყოველივე ამის შემდეგ საზოგადოების
მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა იმავე დღეს სლოვენიაში
17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების თამაშისას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის
ტრიბუნაზე ხილვა. გაზეთმა "ალიამ" კი გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც
აღბეჭდილია პრეზიდენტი სააკაშვილი დაცვასთან ერთად საყიდლებზე ყოფნისას.
როგორც გაზეთის რედაქცია ირწმუნება, ფოტოები 14 მაისის დილას არის
გადაღებული იტალიაში, ქალაქ მილანში, სადაც, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა
სლოვენიიდან გაიარა. პოლიტოლოგ
სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ.