ვანიკო თარხნიშვილი და ეკა ამირეჯიბი პოპულარულ სერიალში - "ჩემი ცოლის
დაქალები" - ლაღი, შეხმატკბილებული, მხიარული შეყვარებული წყვილის როლს
ასრულებენ. პროფესიით მსახიობი ვანიკოსგან განსხვავებით, ეკა საერთაშორისო
ურთიერთობების მცოდნე გახლავთ. სერიალში მონაწილეობის გარდა, ის "რუსთავი
2"-ის დილის გადაცემის ჟურნალისტია და ერთ-ერთ რადიოში საავტორო გადაცემაც
მიჰყავს.