[ნინო ჟღენტი]
დღეს
„ქართული ოცნების" ლიდერები ზვიად ძიძიგური, სოზარ სუბარი და ელისო ჩაფიძე
თეთრიწყაროს რაიონში კოალიციის ადგილობრივი ოფისის გასახსნელად ჩავიდნენ,
მაგრამ მათ ოფისის
გახსნის საშუალება არ მისცეს.
„ქართულ
ოცნებაში" ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ,
რომ ამჯერად კოალიციისთვის პოლიტიკური საქმიანობის ხელის შესაშლელად
ხელისუფლებამ მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყენა. კოალიციის წევრები ამბობენ,
რომ თეთრწყაროში ოფისს მაინც გახსნიან, მაგრამ დღევანდელმა ინცინდენტმა
საზოგადოებას ხელისუფლების ნამდვილი სახე კიდევ
ერთხელ დაანახა. მომხდართან დაკავშირებით presage.tv ელისო ჩაფიძეს
ესაუბრა.