"ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი 7 იქნება
ბიძინა
ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში 7 ნომრით
მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ცნობილი ჭადრაკის სასახლეში
აქტივისტებთან კოალიციის ლიდერების შეხვედრისას გახდა ცნობილი.
რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის კოალიცის ერთ-ერთმა ლიდერმა
ზვიად ძიძიგურმა მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აქტივისტებმა
დავალებაც მიიღეს, რომ თითოეულმა მათგანმა მინიმუმ 7 ადამიანი უნდა ჩართოს
27 მაისს აქციების პროცესში.
"აუცილებელი არ არის 7, შეგიძლიათ 17, 27, 37. ამდენ შვიდიანებს
შემთხვევით არ ვახსენებ, სწორედ ეს იქნება ჩვენი საარჩევნო ნომერი", -
განუცხადა მხარდამჭერებს ძიძიგურმა.