[სოლომონ თერნალი]
დაახლოებით
7 თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან მალევე,
გამოვაქვეყნე სტატია „ცუგცვანგის პირას" –
http://solomonternaleli.wordpress.com/2011/10/12, რომელიც დღემდე ყველაზე
პოპულარულ სტატიად რჩება თქვენი მონა-მორჩილის ბლოგზე. სტატიაში ვწერდი,
რომ იმ მომენტისათვის ორივე დაპირისპირებული მხარე ცუგცვანგის სიტუაციაში
აღმოჩნდა, ნებისმიერი სვლა უფრო წამგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე,
გარკვეულწილად – უმოქმედობა. დრომ დაადასტურა, რომ მართალი აღმოვჩნდი და
მოიგო იმ ოპონენტმა, რომელმაც უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და შეიძლება
ითქვას, ერთი შეხედვით, გარეგნულად ნაკლებეფექტურიც კი, კამპანია აწარმოა.