ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:42
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მაისი » 27
ბიძინა ივანიშვილი: სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იღუპება
 თბილისი 13:57 - 26.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა384  ზომა:
სირცხვილია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, საქართველოში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იღუპება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძრის დატოვებამდე განუცხადა.

მისი შფასებით, ის, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა ხელისუფლების მხრიდან ბარბაროსულ ქმედებაა.

"26 მაისი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. ჩვენ კი გაგვიჩნდნენ ახალი გარდაცვლილები და ახალი სიმბოლოები. სირცხვილია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო იღუპება", - განაცხადა ივანიშვილმა.

" სამების საკათედრო ტაძარში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და პარაკლისი უკვე დასრულდა. პანაშვიდს "დემოკრატიული საქართველო-ერთიანი საქართველოსა" და "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებიც ესწრებიან. მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე და "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელი კახა კუკავა. ივანიშვილი სამების ტაძარში ოჯახთან ერთად მივიდა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან და "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან მივიდა და ხელი ჩამოართვა, რასაც ტაძარში მყოფი საზოგადოება ტაშით შეხვდა.

 

მასალის გამოყენების პირობები

Просмотров: 844 | Добавил: კობა | Дата: 27.05.2012 | Комментарии (2)

თუ გინდა, რომ იყო თავისუფალი, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

00:19 27.05.2012
[სოლომონ თერნალი]

2012 წლის 27 მაისი საქართველოში არის იმ ხალხის დღე, ვისაც უკეთესი მომავალი უნდა!

ამ დღეს თავისუფლების მოედანზე არ მივა მხოლოდ ის, ვისაც მოსწონს, – რაც საქართველოში ხდება, ან ის, – ვისაც საქართველო ფეხებზე ჰკიდია!

თუ შენ ფიქრობ, რომ ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ შენ ფიქრობ, რომ ხელისუფლება გატყუებს, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

Просмотров: 841 | Добавил: კობა | Дата: 27.05.2012 | Комментарии (1)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025