ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:08
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მაისი » 25 » ნუ დარდობ, იშოპინგე...
10:23
ნუ დარდობ, იშოპინგე...

ნუ დარდობ, იშოპინგე... ემოციური კაცია ჩვენი პრეზიდენტი. ემოციური, ანუ გულიანი. გულიანი, ანუ ჯიგარი ("ჯიგრული მენტალიტეტი" უკვე კრიმინალად ითვლება საქართველოში, მაგრამ მაინც...) - ბიჭებმა არ ინერვიულონო და სლოვენიაში 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის წინ გასახდელში შეუვარდა ბავშვვებს: აბა თქვენ იცით, ისტორიაში პირველადო, ჯერ არავის რომ არ მოსწრებიაო, ჰოლანდიელებს როგორ ვერ მოუგებთ - მაგათ მე მასწავლითო?! ჯერ ეს მოვიგოთო, მერე ნატოო, ევროკავშირიო, ესაო, ისაო...
ჰოდა, იბრძოლეს ბიჭებმა, მაგრამ ევროკავშირელი მსაჯი შუასაუკუნეებისდროინდელი აზიელივით მოგვექცა და წაგვაგებინა!.. ჩვენი გულიანი პრეზიდენტი კი იმ გულის გადასაყოლებლად მილანში წავიდა საშოპინგოდ...


ცხადია, პრეზიდენტი ფეხბურთელებთან მატჩის შემდეგაც ჩავიდა, გაამხნევა, მომავალშიც წარმატებები უსურვა და ინტერვიუც მისცა ქართულ ტელეარხებს. სწორედ ამ ინტერვიუს გამო დავიწყე ამ თემით - ბატონმა სააკაშვილმა აქაც მოახერხა და "ვარდყვავილები" ჩართო: ეს ბიჭები იცით, რომელი ბავშვები არიანო? ჩვენ რომ 2003-ში რევოლუცია მოვახდინეთო, მერე რომ გადავწყვიტეთ ქალაქებში ხელოვნურსაფარიანი მოედნები გაგვეკეთებინაო, მერე ეს გადაწყვეტილება სისრულეში რომ მოვიყვანეთო, მერე იქ რომ ბავშვებმა ფეხბურთის თამაში დაიწყესო, მერე მე რომ ერთხელ ვთქვი, როდესაც ღამის ორ თუ სამ საათზე გავიარე თბილისში და დავინახე, ბავშვები რომ განათებულ მოედანზე თამაშობდნენ: აი, ნახავთ, 7 ან 8 წლის შემდეგ ეს ბავშვები როგორი ფეხბურთელები დადგებიანო! გახსოვთ?! აბა, გადაითვალეთ, სწორედ 7-8 წელი გავიდა, ესენი სწორედ ის ბავშვები არიანო... ეუფ...

ბატონო მიხეილ, მინდა მოგახსენოთ, რომ ფახბურთის აზრზე არა ხართ! აი, ბაიბურში არ ბრძანდებით! როგორ გკადროთ და, "გაგნებაში ვერა ხართ"! რატომ და, ჯერ ერთი, ღამის ორ-სამ საათზე ნორმალური მშობლის ნორმალურ ბავშვს უნდა ეძინოს. მერე მეორე: თქვენს მიერ მოწყობილ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე მხოლოდ "მაზიანზე" თამაში თუ შეიძლება ხანდახან, თორემ მუდმივად მანდ ფეხბურთის თამაში, განსაკუთრებით მოზარდებისათვის, იწვევს მუხლების სპეციფიკურ დაავადებას (ფეხბურთელები "შლატერს" ეძახიან, ოფიციალურ მედიცინაში იქნებ სხვა რამე ჰქვია), რის გამოც მთელს მსოფლიოში საფეხბურთო სკოლებში აკრძალულია ეგეთ მოედნებზე თამაში.
ასე რომ, სულ ტყუილად იბრალებთ ამ ბიჭების წარმატებას და თუ თქვენ ფეხბურთის ფედერაციის უფროსობა გატყუებთ და მათ ნათქვამს იმეორებთ (არის ასეთი "მიმართულება" თქვენს ფარულ მომხრეებს შორის: "მიშას ატყუებენ...", "მიშა ჯიგარია, გარემოცვა ჰყავს ცუდი..." "ყველაფერს ერთი კაცი ხო მარ გააკონტროლებს..." და ა.შ.), იცოდეთ, რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით, მაგ მოედნებზე დახარჯული ფული წყალშია გადაყრილი.

ეხლა ერთი წინადადება იმათ გასაგონად, ვინც აუცილებლად უმადურს, უვიცსა და პროვოკატორს დამიძახებს, თანაც უნდა დავიტრაბახო: ჩემი ძმა საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" მწვრთნელია და კონკრეტულად მაგ ნაკრებიდან შვიდი (ანუ ფაქტობრივად ნახევარი გუნდი) მისი გამოზრდილია; რამდენიმე წელი, საბურთალოდან ე.წ. აფრიკაში დაჰყავდა ეგ ბავშვები ნაქირავები მიკროავტობუსით, კვირაში სამჯერ თუ ოთხჯერ, რომ თქვენს საამაყო ბეტონზე გადაკრულ პოლიეთილენის ხალიჩაზე არ დაეტოვებინათ ჯანმრთელობა.
(ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებს, იმ მკითხველთან ბოდიში, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს სპორტი და ძალიან ვბრაზდები, როდესაც უვიცები ამ სფეროში საქმეს აფუჭებენ...)

P.S. "პარიტეტისთვის" ოპოზიციაზეც ვთქვათ: ალასანია სვანეთში ჩავიდა და დათვის ბელებს მიეფერა. აივსო სოციალური ქსელები და ულტრაოპოზიციური მედიასაშუალებები: აბა, მიშამ გაბედოსო! ასე რომ, დარწმუნებული იყავით, ჩამოვა პრეზიდენტი ამერიკიდან და რამე ძალიან ორიგინალურს მოიმოქმედებს (თუმცა, გააჩნია, რა ხასიათზე ჩამოვა ჩიკაგოს სამიტიდან);
ივანიშვილის "შორიახლოს" კი ფონდი "ქომაგი" შეიქმნა, რომელიც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის შემთხვევაში ადამიანებს ხელფასის ტოლ თანხას თვითონ გადაუხდის.
ამიტომ დავწერე ეს "პროვოკაცია" და შემდეგში უფრო ცუდს დავწერ, რომ სამსახურიდან გამაგდონ, პოლიტიკურ სარჩულს კი, როგორმე მერე დავუდებ...
P.P.S. ერთი საინფორმაციო სააგენტოს ნიუსს ასეთი სათაური აქვს: "მიხეილ სააკაშვილის დიდ წინაპარს - მიხაკო წერეთელს ლევილიდან საქართველოში გადმოასვენებენ..." რა ვიცი... წინაპარი იმას არ ჰქვია, ვისი უშუალო შთამომავალიც ხარ? ეს კაცი კი პრეზიდენტის ბებიის მამის გარებიძაშვილი ყოფილა...

"პროვოკატორი"
ჟურნალი "გზა"

ნანახია: 947 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 8
0  
1 არალე   (25.05.2012 12:32) [Материал]
მაგარია პროვოკატორი
უშიშარი ადამიანია და სიმართლეს ლაპარაკობს

0  
2 ლერა   (25.05.2012 15:00) [Материал]
გამარჯობა მიხოოოოო, დაგინახე მარტო იყავი და მოვედი, მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო..... biggrin smile

0  
3 ლერა   (25.05.2012 15:03) [Материал]
პროვოკატორი მართლა კაი ტიპია, ეხლა მაგის ძმას არ დაატოვებინონ სამსახური, მიშას მოედნებზე ბავშვებს რატომ არ ავარჯიშებო.... biggrin

0  
4 ლერა   (25.05.2012 15:05) [Материал]
მაგრად მეწყინა ანრი რომ ვერ გავიდა ფინალშიიიიი sad

0  
5 ლერა   (25.05.2012 16:04) [Материал]
სტარ, აჰა შენ

0  
6 ლერა   (25.05.2012 16:19) [Материал]
ქაჯან biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

0  
7 ლერა   (25.05.2012 16:27) [Материал]
ლონდა, რა თქმა უნდა, 27-ში მთავრობა ყველაფერს გაააკეტებს, რომ რაიონებიდან ხალხი არ ჩამოვიდეს, დიდოსტატები არიან მაგის...
იმ დებილმა, როგორ თქვა? ვადა რომ გაგვივა წავალთო, ნერვებზე თამაშობენ, არა უშავს, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.
ვადაგასულებო წადით!

0  
8 ლერა   (25.05.2012 16:29) [Материал]
რო შემოლაგდით აქ და ზიხართ მოწმეებივით, ხმა ამოიღეთ, თქვით რამე biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025