
გამოცემის მონაცემებით, ეს განზრახვა ბრეივიკმა დაკითხვისას აღიარა. სტატიაში ნათქვამია, რომ ტერორისტს ობამას მოკვლით ნობელის პრემიის კომიტეტის წინააღმდეგ სიმბლური აქციის მოწყობა სურდა. ბრეივიკს უსამართლობად მიაჩნია, რომ კომიტეტი პრემიას მხოლოდ მემარცხენე შეხედულებების მქონე მოღვაწეებს ანიჭებს.
ბრეივიკმა აღიარა, რომ თავდასხმის უამრავი ვერსია შეიმუშავა, მათ შორის ავტომობილის აფეთქებაც, თუმცა საბოლოოდ ჩანაფიქრის განხორციელება საეჭვოდ მიიჩნია.
ტერორისტის განცხადებით, ეს გეგმა მას ისლამისტების მიერ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებამ და 1995 წელს ოკლაჰომა-სიტიში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა შთააგონა. ორივე ტერორისტული აქტი დანაღმული ავტომობილის მეშვეობით განხორციელდა.