ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:16
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მაისი » 5 » ლატარიის ჯეკ-პოტი თბილისელმა მანანა მამისაშვილმა მოიგო
11:23
ლატარიის ჯეკ-პოტი თბილისელმა მანანა მამისაშვილმა მოიგო

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" ლატარიის რიგით 240-ე გათამაშებაში ჯეკ-პოტი - 2.632.718 ლარი, 58 წლის თბილისელმა მანანა მამისაშვილმა მოიგო.

მანანა მამისაშვილს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ოფისში გამარჯვების დამადასტურებული დოკუმენტაცია გადასცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მანანა მამისაშვილმა განუცხადა, ის პერიოდულად ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს. ჯეკ-პოტი კი ცოტა ხნის წინ ნაყიდი ორი ბილეთიდან ერთ-ერთმა მოიგო.

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" ლატარიის გათამაშებებში ეს მესამე მოგებული ჯეკ-პოტია. პირველად, 4.400.000 ლარი აფხაზეთიდან დევნილმა ზამირა თორდინავამ მოიგო, მეორე - 500 ათასი ლარი თბილისელმა დავით ლომინაძემ.

მანანა მამისაშვილისთვის მოგების მისალოცად ზამირა თორდინავა მივიდა, რომელმაც გარკვეული რჩევები მისცა ახალ მილიონერს.

იხილეთ ვიდეო


ნანახია: 1090 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 5
0  
1 დიანა   (05.05.2012 11:28) [Материал]
ვულოცავ!და ვისურვებდი საქართველოს ბევრი მილიონერი ყავდეს,მხოლოდ პატიოსანი მილიონერები biggrin არ მითხრათ ახლა,არ არსებობს ბუნებაში მაგნაირი ფენომენიო biggrin

0  
2 არალე   (05.05.2012 11:35) [Материал]
რას გაიგებ, უკვე აღარაფრისა გვჯერა , რაც საქართველოში ხდება

აღარ მახსოვს როკფელერმა თქვა თუ მორგანმა, პირველი მოლიონი პატიოსნად ვიშოვეო, მერე აღარ დააკონკრეტა smile

იქნებ მართლა მოიგო ამ ადამიანმა, მოსალოცი საქმეა, ღმერთმა შეარგოს

0  
3 დიანა   (05.05.2012 11:47) [Материал]
გამარჯობა ყველას!ხოოოოო!ახლა გასაგებლარია ყველაფერი smile

0  
4 არალე   (05.05.2012 12:36) [Материал]
ის საწყალი თორდინავას ოჯახი ლტოლვილი იყო და თქვენ ბინაც გეყოფათო, ალბათ უთხრეს ამ ღორებმა, არ გაძღა ამათი მუცლები.
პროცენტებს მოგებაზე ყველა ქვეყანა იტოვებს, მაგრამ ასეთი გამაძღრობა?...

0  
5 ლერა   (06.05.2012 08:17) [Материал]
მოიგო ალბათ, რას გაიგებ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს . ისე რა ლატარიაა ასეთი, საქართველოს ბიუჯეტი თამაშდება? biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025