
თავდაპირველად კონტროლის პალატაში მოქალაქეებთან გასაუბრებაზე დასწრებაზე უარი უთხრეს ეკა ბესელიას და არჩილ კბილაშვილს და მოქალაქეებს სთხოვეს, მხოლოდ ისინი შესულიყვნენ, თუმცა, მოგვიანებით ადვოკატები ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესზე დაუშვეს. კბილაშვილის ცნობით, ჯერჯერობით გასაუბრებაზე ორი ადამიანია დაბარებული, ხოლო 18.00 საათისთვის კიდევ რამდენიმე პირს ელოდებიან.
"ქართული ოცნებისთვის" ოფისების მიმქირავებლები კონტროლის პალატაში დღეს აჭარაშიც დაიბარეს. ამ დოისთვის კონტროლის პალატის აჭარის სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან არჩილ ცენტერაძე, ნინო ბასილია და ტარიელ თებიძე. ისინი ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში იმ ოფისების მფლობელები არიან, რომლებიც "ქართულ ოცნებას" პარტიული საქმიანობისთვის მიაქირავეს.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კობა ჩხეიძემ აღნიშნა, კონტროლის პალატაში მათი დაბარება, როგორც მარტში პარტიის აქტივისტების დაბარების შემთხვევაში, ამჯერადაც არაგონივრულ ვადაში მოხდა. "დღეს დილით მათ ჩაბარდათ უწყებები და დღესვე, 16:00 საათზე დაიწყო მათი დაკითხვა. დაკითხვას ესწრებიან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატები, რომელთაც მფლობელებმა დახმარებისთვის მიმართეს", - აღნიშნა კობა ჩხეიძემ.
"ინტერპრესნიუსი"