მთავარი » 2012»აპრილი»5 » უარი მოქალაქეობაზე ერთი ადამიანის შიშზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა _ბიძინა ივანიშვილი
10:11
უარი მოქალაქეობაზე ერთი ადამიანის შიშზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა _ბიძინა ივანიშვილი
სამოქალაქო რეესტრის გუშინდელი დასკვნა იმდენად უსუსური და უაზრო იყო, რომ
მასზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მივიჩნევ, - ამის შესახებ დღევანდელ
ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისივე
თქმით, სამოქალაქო რეესტრის მიერ დასკვნის გამოქვეყნება 4 აპრილს
დაემთხვა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სწორედ ამ დღეს შესრულდა 6 თვე
იმ დღიდან, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
შესაბამისად, ივანიშვილი 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის დასკვნის
გამოქვეყნებას საეტაპოდ მიიჩნევს.
მისივე თქმით, თავის დროზე
მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო
და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შიშს ეფუძნებოდა.
"ეს იმ მიზეზით
მოხდა, რომ მხოლოდ ერთ კაცზეა აგებული მთელი სახელმწიფო, რომელსაც
ხელისუფლება მონოპოლიზებული აქვს" _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
გუშინ
ცნობილი გახდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს
მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. რეესტრის დასკვნის მიხედვით, ბიძინა
ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების
პროცედურას უნდა მიმართოს.