ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციისგეგმა ხელისუფლებიდან მოდიოდა, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, რომელიცშვეიცარიაში ჟურნალისტ ვახტანგკომახიძეს შეხვდა. სოზარ სუბარის თქმით, კომახიძის ინფორმაციით, შუამავალი, რომელიც ჟურნალისტს შეხვდა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა გააცნო, ხელისუფლების წარმომადგენელმა გააგზავნა. სუბარის თქმით, კომახიძე შუამავალსაც და მის გამგზავნსაც კარგად იცნობს, რადგან რამდენიმე წლის წინ კომახიძე შსს-ს ორგანოებში მუშაობდა, შემდეგ კი ჟურნალისტი იყო. "მთავარი მიზეზი, რატომაც გაამჟღავნა მთავარმა წყარომ ეს ინფორმაცია, ისაა, რომ ამ ადამიანს, რომელიც უშუალოდ მიიღო დავალება, ერთგარი საფრთხე შეექმნა. უფროს ზუსტად, მან იგრძნო საფრთხე, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს ტერაქტის, მკვლელობის განხორციელებაში, ადრე თუ გვიან მოუწევს წარდგომა სასამართლოს წინაშე. როგორც ვახო ამბობს, ინფორმაციის მიწოდების მიზანი იმ ადამიანის მხრიდან, ვინც შუამავალი გააგზავნა, დანაშაულის პრევენცია და ის იყო, რომ არ მიეღო დანაშაულში მონაწილეობა და გადარჩენილიყო სამომავლო პასუხისმგებლობისგან",-განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის სქემა და ადგილი ბოლომდე გაშიფრული არ ყოფილა, რადგან ეს შესაძლოა, სახიფათო იყოს წყაროსთვის, ან გეგმა არც იყოს ჯერ ბოლომდე შემუშავებული. სუბარის განცხადებით, კომახიძეს წყარომ აცნობა, რომ ივანიშვილზე თავდასხმა მისი რომელიმე რეგიონში ყოფნისას იგეგმებოდა. "გეგმის მიხედვით, მომზადებული იყო 2 ადამიანი. ივანიშვილზე თავდასხმისას თუ ერთის ლიკვიდაცია მოხდებოდა, მეორეს უნდა განეცხადებინა, რომ ისიც მონაწილეობდა ლიკვიდაში და თავის თავზე აეღო დანაშაული. აუცილებლად უნდა ყოფილიყო დამნაშავე, რომელიც წარსდგება სასამართლოს წინაშე. შესაძლოა, ეს ადამიანი ადამიანი გამოჭერილია რომელიმე დანაშაულში, ასევე, ზოგიერთ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაღაც იდეით არიან შეპყრობილები. ასეთ ადამიანებზე მუშაობა და მათი დაჯერება, რომ ისინი თითქოს იდეისთვის იბრძვიან, ადვილია. სინამდვილეში, ისინი ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ. ეს გეგმა პირდაპირ მოდის ხელისუფლებისგან. ადამიანი, რომელმაც შუამავალი ვახტანგ კომახიძესთან გაგზავნა, ხელისუფლების წარმომადგენელია ",-განაცხადა სუბარმა. მისი განმარტებით, ხელისუფლების ზემოხსენებულ წარმომადგენელს ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმების შესახებ ინფორმაცია საქართველოში მყოფი რომელიმე პირისთვის რომ მიეწოდებინა, წყაროს უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. კერძოდ, ამ პირს დაიბარებდნენ დაკითხვაზე და კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული იქნებოდა ყველაფერი მოეყოლა. კომახიძე კი საზღვარგარეთაა და მას დაკითხვაზე ვერ დაიბარებენ. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელმაც შვეიცარიაში 2010 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, "ფესიბუქში" წერილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. "ქართულმა ოცნებამ" შვეიცარიაში კომახიძესთან შესახვედრად სოზარ სუბარი და ადვოკატი არჩილ კბილაშვილი გააგზავნა. თუმცა სუბარის ცნობით, კბილაშვილი კომახიძესთან შეხვედრას არ დასწრებია. ამასთან, კბილაშვილმა კომახიძესთან საადვოკატო მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა იმ შემთხვევისთვის, თუ ჟურნალისტს იურიდიული დახმარება დასჭირდება. წყარო: ინტერპრესნიუსი
|