ხუთშაბათი, 19.06.2025, 00:53
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » სოფიკო ნიკოლაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს
09:43
სოფიკო ნიკოლაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს
განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტს სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„მთავარი იყო, რომ თავისუფალი ვყოფილიყავი და თავისუფალი ვარ" - განაცხადა სოფო ნიკოლაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ. სხვა კომენტარის გაკეთების საშუალება მას ახლობლებმა არ მისცეს.

სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატის მაგული ღვალაძის განცხადებით, ბრალდებული 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის პირობით გაათავისუფლეს.

„სოფომ დანაშაული აღიარა და 5 000 ლარიანი გირაოს გადახდის პირობით გაათავისუფლეს. გირაო ოჯახმა 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს, მანამდე კერძო საკუთრებას ყადაღა დაედება," - განაცხადა მაგული ღვალაძემ.

შეახსენებთ, რომ ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებამდე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სოფიკო ნიკოლაშვილის საქმის დახურულ სხდომებზე განხილვის შესახებ.

გაზეთ „კახეთის ხმის" ყოფილი ჟურნალისტი სოფიკო ნიკოლაშვილი შს გურჯაანის სამმართველომ 31 იანვარს დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში წაუყენა. გიორგი სიბაშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელია. წინასწარ პატიმრობას ბრალდებული რუსთავის კოლონიაში იხდიდა.

ნანახია: 820 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (02.04.2012 10:45) [Материал]
იტყვიას ალბათ ეს გოგო , თუ რა მოხდა სინამდვილეში!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025