რუსთაველის გამზირზე ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც
"ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, ხანძარი
რუსთაველის #23-ში მდებარე იტალიურ ეზოში დღეს, გამთენიისას გაჩნდა.
ცეცხლი
1000-1500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ
წუთებშიც ცდილობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.