ხუთშაბათი, 19.06.2025, 00:54
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 6 » რა თანხა დაჯდება "ჭაჭა თაუერი"
07:56
რა თანხა დაჯდება "ჭაჭა თაუერი"

მოცეკვავე და მომღერალი შადრევნების შემდეგ ზაფხულის ბოლოს ბათუმში კიდევ ერთი უცნაური შადრევანი გაიხსნება - ესპანელი და ქართველი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული "ჭაჭა თაუერი". ამ შადრევნიდან კვირაში ერთხელ, 15 წუთის განმავლობაში, წყლის ნაცვლად ჭაჭა გადმოვა. ვინაიდან თავდაპირველად მსგავსი კოშკი თურქეთში იდგა, თურქეთისა და საქართველოს მეგობრობის ნიშნად ჩვენს ხელისუფლებას 25-მეტრიანი "ჭაჭა თაუერის" დადგმა ქალაქის ცენტრში ჰქონდა განზრახული, მაგრამ ამ იდეას ბათუმელები კრიტიკულად შეხვდნენ.
ახალი შადრევანი ასლან აბაშიძის სახლის მოპირდაპირე მხარეს, გოგებაშვილის ქუჩაზე აშენდება. "ჭაჭა თაუერის" ინფრასტრუქტურაში შადრევნის გარდა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, 8 აუზი და სხვა ობიექტებიც იქნება.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ბათუმის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელ ირინა შერვაშიძეს დავუკავშირდით.

- ქალბატონო ირინა, რა თანხა გამოიყო ბათუმის მერიიდან ამ შადრევნის ასაშენებლად?
- ბათუმის მერიიდან ამ კოშკის ასაშენებლად ზუსტად 810 ათასი ლარი არის გამოყოფილი.

- 810 ათასი ლარი საკმარისია ამ კოშკის და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად?!
- ეს ინფორმაცია საჯაროა და ბათუმის მერიის საიტზეც არის განთავსებული.

თამარ ბოჭორიშვილი


ნანახია: 1053 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3
0  
ვორქაუთ


0  
ეგი ახლა რაფერ არ უნდა აყვინთაო


0  

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025