ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:23
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...
09:23
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

  მარტოობის ასი წელიწადი

თქვენი არ ვიცი და მე ნათია მოგელაძეს მხოლოდ თანავუგრძნობ. ხელისუფლებამ ის გაიმეტა, აბსოლუტურად გამოუცდელი ადამიანი პირდაპირ ბრძოლის ქარცეცხლში შეაგდო, ის ფლანგი ჩააბარა, საიდანაც თურმე ხელისუფლება მთავარ შეტევას გეგმავდა. ბუნებრივია, მთავარი დარტყმაც მოგელაძემ მიიღო და რამდენიმე დღეში მოხდა მისი დემონიზაცია, - უცებ შეიქმნა ახალი ურჩხული და საფრთხობელა. ბოლოს, როგორც იქნა, ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ ქალის კალთის ამოფარება მთლად კარგი საქციელი არ იყო და კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილიც გამოაჩინეს. აქამდე თითქოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე არც არსებობდა, ყველაფერზე განცხადებებს მოგელაძეს აკეთებინებდნენ, წინა კვირას კი იკადრა ბეჟაშვილმა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე მივიდა და სწორედ იქ თქვა ის ფრაზა, რომელმაც მის მიმართაც თანაგრძნობით განმაწყო, - პარტიების ფინანსურ გაუმჭვირვალობასთან ბრძოლაში კონტროლის პალატა მარტოაო.

ეს რომ წავიკითხე, გული მომიკვდა, შემეკუმშა და დამეწურა. თურმე ამ ხალხს გვერდში დგომა სჭირდება, ჩვენ კიდევ მათი განკითხვის მეტს არაფერს ვაკეთებთ. ასე არ შეიძლება. მერე აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ მარტოობა, არამედ "შინაგანი უკმაყოფილებაც" უგრძნია. სწორედ ასე თქვა: "გარკვეული შინაგანი უკმაყოფილება მაქვს, რადგან ვფიქრობ, წინასწარ რომ გაგვეკეთებინა განცხადება საჯაროდ, თუ რის გაკეთებას აპირებს კონტროლის პალატა და რა მიზნით, შესაძლოა კონტროლის პალატის რიგით ქმედებებს რეგიონში ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლოდა". სულ ეს იყო. საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობა ლამის გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი გახდეს და მისი ხელმძღვანელი მხოლოდ "მარტოობასა და შინაგან უკმაყოფილებას" გრძნობს. როგორია?! ვფიქრობ, გადასარევი! შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენ მსოფლიოში კონტროლის პალატის ყველაზე მგრძნობიარე თავმჯდომარე გვყავს. არადა, ბეჟაშვილმა კარგად დაიწყო, მქონდა შეგრძნება, რომ მართლა შევძლებდით ჩვენი კონტროლის პალატით გვეამაყა. რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაში ჩატარებული ობიექტური შემოწმების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ კონტროლის პალატა დამოუკიდებელ სტრუქტურად ყალიბდებოდა, თუმცა... თუმცა ხელისუფლებას დასჭირდა და ეს მითი ერთი ხელის მოსმით დაანგრია. ახლა საიდანაც უნდა მიუდგე საკითხს, კონტროლის პალატის იმიჯი უკვე ძალიან, ძალიან შელახულია.

ასეთ სიტუაციაში სიმართლე გითხრათ, მეც მექნებოდა შინაგანი უკმაყოფილების განცდა და მეც ვიგრძნობდი მარტოობას, ხოლო თუ ბატონი ბეჟაშვილი, როდესაც მარტოობაზე ლაპარაკობდა, იმას გულისხმობდა, რომ მათ საქმიანობას საზოგადოება მხარს უჭერს, ეს მართლაც უნდა იყოს მათთვის მრავლისმეტყველი ფაქტი. არადა, სათაურიდან გამომდინარე, ეს სტატია, ალბათ, ასე უნდა დაგვეწყო: გავა დრო და პროკურორი ნათია მოგელაძე გაიხსენებს, როგორ მიიყვანა ადეიშვილმა პირველად კონტროლის პალატაში.                                                 

ომი საკაბელოებით


საქართველოში რისი ომი აღარ მინახავს, მაგრამ საკაბელო ტელევიზიებით ომს თუ მოვესწრებოდი, ვერ წარმომედგინა. ვინც საქმის კურსში არაა, მოკლედ ვეტყვი: ბიძინა ივანიშვილის ძმის საკაბელო ტელევიზიას - "გლობალ-TV"-ს "იმედმა" და "რუსთავი 2"-მა პაკეტიდან მათი არხების ამოღება მოსთხოვეს. გაჩნდა ეჭვი, რომ ამის მიზანი ამ საკაბელოს დაძირვაა, რადგან ვისაც "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ყურება უნდა, სხვა საკაბელოებზე გადავა. ეჭვი საფუძველს მოკლებული სულაც არ მოგეჩვენებათ, თუ გაითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სულ მალე, ალბათ, ეს საკაბელო თავის აბონენტებს ივანიშვილის ტელევიზიის, "მეცხრე არხის" სიგნალს მიაწვდის. თუმცა, ეს ომი ამით არ დაწყებულა. რამდენიმე კომპანიამ, რომლებიც ასევე სხვადასხვა არხის რეტრანსლირებით არიან დაკავებული, კერძოდ კი "სილქ-TV"-მ, "კავკასუსმა" და სხვადასხვა რეგიონულმა საკაბელომ თავიანთი პაკეტებიდან "მაესტრო" ამოიღეს. გავრისკავ და გავაკეთებ პროგნოზს, რომ ისინი არც ივანიშვილის "მეცხრე არხს" გაუშვებენ. შედეგად ასეთ სურათს ვიღებთ: ქვეყანაში მართლაც არის რამდენიმე დამოუკიდებელი ტელევიზია, მაგრამ მათი ყურების საშუალება მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს, სამაგიეროდ, ხელისუფლებას აქვს საშუალება უცხოელებს უთხრას, რომ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი ტელევიზიები "მაესტრო", "კავკასია", "მეცხრე არხი" და ეს უტყუარი ფაქტი იქნება. "რუსთავი 2"-ც და "იმედიც" კერძო კომპანიებია და ვერაფერს დაავალდებულებ. ასევე არაფერს ავალდებულებს კანონი საკაბელო არხებს. მოკლედ, საბოლოოდ ვიღებთ სიტუაციას, როდესაც დამოუკიდებელი ტელევიზიები მეფის შიშველ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს თუ ასრულებენ, თორემ პროპაგანდით გაჯერებული საინფორმაციო სივრცის გარღვევაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე შეუძლებელია.   

ომი "ლაიკებით"


კიდევ ერთი უცნაური ომი ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გაჩაღდა. მოგეხსენებათ, "ფეისბუკში" თავიანთი ოფიციალური გვერდები აქვთ როგორც პრეზიდენტს, ისე ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მომხმარებელს შეუძლია ეს გვერდი მოიწონოს, ანუ "დაალაიკოს". გვერდის პოპულარობა სწორედ იმით იზომება, თუ რამდენი "ლაიკი" აქვს. ჰოდა, ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა, აქაოდა, პრეზიდენტის "ლაიკების" რაოდენობამ ერთ დღე-ღამეში ისე მოიმატა, რომ ბუნებრივი მატების ჩარჩოებს გასცდა, Aანუ პრეზიდენტი "ლაიკებს" აყალბებსო, Eაქ რას შვრება და ნამდვილ არჩევნებზე რას იზამსო. ანალოგიური ბრალდებები წამოვიდა მეორე მხრიდანაც. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ივანიშვილის გვერდი 107 ათას კაცს აქვს მოწონებული, ხოლო პრეზიდენტისა - 132776-ს. მოკლედ, ჯერ პრეზიდენტი ლიდერობს. საბოლოოდ რა მოხდება, ჯერ არავინ იცის, თუმცა საინტერესო კი იქნება, ვინ გახდება "ლაიკების მეფე". მიდით, ბიჭებო, ერთმანეთს არაფერი დაუთმოთ. "ლაიკი" "ლაიკის" წილ. ხომ გაგიგონიათ, "ნაკლებლაიკიანი" თხა მგელმა შეჭამაო.
ნანახია: 2515 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 2181 2 3 ... 14 15 »
+1  
1 კობა   (01.04.2012 10:10) [Материал]
კიდევ გამარჯობათ! ლაიკების ბუმია რა? როამ გამოაშტერა ხალხი ასე! ამ დაფანატებას როდის უნდა მოეღოს ბოლო! ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ რომარავინ მათზე უკეთესი არ არის და არც ღმერთის მოგზავნილია! ეს სააკაშვილი იქნება თუ ივანიშვილი,ან ვიღაც პეტრე პავლე შვილი, ვინც გამოადგება საქართველოს იმას უნდა მსცან ხმა და მეტი არაფერი, ასევე მოსთხოვონ მისი გაკეთება რაც ის კონსტიტუციით მოვალეა, თვითეული ჩვენგანი ხმის მიცემით ირჩევს ქვეყნის მთავრობის მეთაურს,რომელიც ვალდებულია კონსტიტუციის ფარგლებში ემსახუროს მის ქვეყნის ხალხს! და არა ვიღაც კუმირს,ან მეფეს!
ჩემის აზრით ბიძინამ აქვე უნდა შეაწყვეტინოს ეს ფანატობა! როგორც დაიძახებენ ბიძინა,ბიძინა, უნდა აწიოს ხელი გააჩუმოს ყველა და აუხსნას, რომ ის ისეთივე მოქალაქეა როგორც თვითოეული მათგანი და არაა ეს წამოძახილი საჭირო!
თუ ეს არ გააკეთა ისევ მივიღებთ კარავის ქალებს ან ყვითნლ ავტობუსების მოხუცებს, რაც ყველა ადამიანს, ვისაც ხელში აქვს ძალაუფლება დიქტატორად გადააქცევს! angry biggrin

0  
2 კობა   (01.04.2012 10:25) [Материал]
ლონდა გადმოდით ამ თემაში! მესამე ძალიან მძიმე თემაა! არ უნდა დავივიწყოთ მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, მომავლისკენ angry

0  
3 არალე   (01.04.2012 10:28) [Материал]
ვირტუალურში ადვილია ტყუილები, ლაიქები და მსგავსი რამეები

0  
4 არალე   (01.04.2012 10:37) [Материал]
ასეთი დილეტანტები და მოკლე ჭკუის ხალხი ჰყავს გარშემო ბიძინას, რომ ამ სისულელეებს აკეტებენ?
ეს რომ უკურეაქცია გამოიწვევს, არ იციან?

არ გვინდა ესეთი ყალბი რეიტინგი, მიშამ ამითაც მოგვაბეზრა თავი და გახდა დასაცინი

ცოტა მეტი ცივილიზებულობა და ნატურალური, მიუკერძოებელი მიდგომი მინდა ჰქონდეს ბიძინას ბანაკს

0  
5 კობა   (01.04.2012 10:38) [Материал]
არალე! მე იმ პერიოდში უკვე წამოსული ვიყავი საქართველოდან,მხოლოდ დაწერილებიდან ვიცი რაც მოხდა მაშინ! ამ წინებზე ნიჭიერში ვნახე გორელი გოგონა როგორ ხატავდა ქვიშაზე, და ცრემლები წამომივიდა ჩემდა უნებურად!

0  
6 კობა   (01.04.2012 10:42) [Материал]
სად ვნახო ლონდა?

0  
7 არალე   (01.04.2012 10:45) [Материал]
მართალაც კობა, ზალიან ემციური ნომერი იყო
მე, პირადად, ქართული ნიჭიერის ისტორიაში პირველად ვნახე მართლაც განსაკუთრებულად გამორჩეული ნომერი.

0  
8 არალე   (01.04.2012 10:45) [Материал]
ლონდა დადე რა

0  
9 არალე   (01.04.2012 10:47) [Материал]
პუსკინ, ნაპოლეონი მოგიტანა ბიჭო და შენ გარბიხარ biggrin biggrin

ნინი, მოდი გოგო მოდი მალე

0  
10 არალე   (01.04.2012 10:50) [Материал]
მართლაც, რა პროპაგანდა უწევენ ამ უმცირესობებს
საქარტველოსთვის ეგ ჯერ მიუღებელი თემაა და არც მე მომწონს, რომ ეს ყველაფერი იოლი და ადვილად მისაღები გახდა

რაც არ უნდა ვიევროპელოთ, ჩვენი მენტალიტეტისათვის მიუღებელია კაცი, რომელსაც კაცები უყვარს,
ფუი tongue

0  
11 ქაჯანა   (01.04.2012 10:51) [Материал]
ლონდა წაშალე და გააქრე ის
არა ვინ დაწერა არც მინდა წავიკითხო angry
წაშალე თავის კომენატრებიანა biggrin

უიიი თქვენ კი გენცვალეთ მეოოო
აბა როგორ ხართ??

0  
12 არალე   (01.04.2012 10:54) [Материал]
ნინო, სდ ხარ, დაკალი ანაკონდა და გააკეთე კატლეტები biggrin biggrin
რა უნდა წაშალოს , გამომრჩა რამე?

0  
13 avto77   (01.04.2012 10:56) [Материал]
ვერ მსჯელობთ სწორედ. ინტერნეტ სივრცეში პოლიტიკური შეჯიბრის მოგება პიარტეხნოლოგიის აპრობირებუკი მეთოდია. პირველი იმიტომ რომ ამ ინტერნეტშიც ჩვეულებრივი ამომრჩეველი ზის რომელმაც სინამდვილეშუც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნებზე. მეორე იმიტომ რომ ერთერთ არგუმენტად აირაის და ენდიაის კვლევების გასაპრავებლად არ მოიყვანოს ხელისუფლებამ ეს ფაქტი: "აი ბატონო ნახეთ,სოციალურ ქსელების გამოკითხცებშიც ანალოგიური სიტუაციაა". და ამ ცხრილებს კი იცით როგორ და რა ფორმებში დაატრიალებს რუსთავი2.მესამე და ყველაზე მთავარი:თქვენ ხო არ დაგავიწყდათ არაბულ ქვეყნებში რევოლუცია როგორ დაიწყო?

0  
14 არალე   (01.04.2012 10:58) [Материал]
მოდი ჩაგეხუტო!
წუხანდელი საუბრების მერე კიდებ უფრო მეტად მიყვარხარ
ამდენი განსაცდელის გადამტანი ასეთი უბოროტო და ალალი რომ დარჩი და გულში ბოღმა არ ჩაიდე!

ჩემი დიდი რესპექტები შენ, საყვარელო

0  
15 avto77   (01.04.2012 11:06) [Материал]
ეს უკრაინელი გოგო ამ ნიჭიერის შენდეგ დისნეი ლენდის სამხატვრო მენეჯერის თანაშემწედ დაინიშნა.

1-15 16-30 31-45 ... 196-210 211-218
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025