აღდგომიდან მე-3 კვირას
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან
დაკავშირებით, ტაძრებში დღეს საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
ეკლესია
მენელსაცხებლე დედებს მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპასს, სალომეს,
იოანას, მართას და მარიამის, სუსანას და სხვებს აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულიდან მესამე კვირას იხსენიებს.
წმინდა სახარების მიხედვით,
უფლის დაფლვის შემდეგ, ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან
ნელსაცხებელი მიჰქონდათ.
დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ
უფალი აღდგა. წმინდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმსახური მეფის თამარის ხსენებასაც აღნიშნავს.
Internet.ge