ოთხშაბათი, 18.06.2025, 16:45
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში
10:14
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში

მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში ჩემი მრავალწლიანი პროვოკატორობის მანძილზე დღეს პირველად ვამბობ იმას, რაც ახლა უნდა ვთქვა (სერიოზულად, თორემ ღადაობით და შაყირით ყოველთვის "ვაქებდი" ხელისუფლებას): დიდი მადლობა ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში და საქართველოს ორი მოქალაქე - ქალბატონები, მალაიზიაში სასიკვდილო განაჩენისგან იხსნა!
გამომძიებელი არ ვარ (მით უმეტეს, ამ კონკრეტული საქმის) და არ ვიცი, არიან თუ არა ეს ადამიანები დამნაშავეები, მაგრამ ძალიან მიხარია, საქართველოს მოქალაქეები - ქალბატონები, დედები, სადღაც გადასაკარგავში ჩამოხრჩობას რომ გადაურჩნენ; გარდა ამისა, მეამაყება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაზეც მალაიზიელებმა ადრე თვით ინგლისის დედოფალს და ამერიკის პრეზიდენტს უთხრეს უარი: მათი მოქალაქეები ასეთი დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯეს.
ა, ბატონო! მეტი რაღა ვთქვა?! მოიქცევით ადამიანურად? - პირველი მაქებარი ვიქნები თქვენი!


ახლა, ვინც ეს შესავალი წაიკითხა და ვინც პირველად არ კითხულობს "პროვოკაციას", ალბათ ფიქრობს: ეს ისევ რაღაცას მაიმუნობს, რა მადლობები აუტყდა ამ გაგანია პოლიტდაძაბულობის ჟამსო, და ძალიანაც შეცდება... თუმცა, ძალიან კი არა - ნახევრად შეცდება, რადგან მართლა გამიხარდა იმ ქალბატონების გადარჩენა, მაგრამ რაღაც ვერ გავიგე: ხელისუფლებამ რა გააკეთა, საქმე "ჩააწყო"?!

ნინო კალანდაძე როა, ყველა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო და სულ "გაოცებული" რომ იყურება, მაგას წამოსცდა ტელეინტერვიუში: ნამდვილად არ გვქონდა იმედი, თუ მალაიზიელები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენო! ჰოდა, მეც რატომღაც მგონია, რომ არ ითვალისწინებდა მათი დანაშაული სიკვდილით დასჯას და იმიტომ არ დასაჯეს და არა - შორეული "დემოკრატიული სამოთხის" პრეზიდენტის ხათრით.

ამიტომ, ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ! კიდევ იმისთვის მადლობა, რომ ახლა ექსტრადიციაზეც "ჩალიჩობთ", მაგრამ (ეჰ, ისევ უნდა დავიწყო "პროვოკატორობა") ღმერთი არ გაგიწყრეთ და იქამდე მაინც ნუ დაეცემით, რომ ამ ამბის "ნაც-მო-პიარული" "რასკრუტკა" დაიწყოთ საარჩევნოდ თქვენს "ტელე-ზავედენიებში", რისი ნიშნებიც უკვე არსებობს!

ჰო, და კიდევ: საკუთარ ქვეყანაშიც თუ დაიცავთ პატიმრებს და დაუმსახურებელ სასჯელს შეუმსუბუქებთ, არ იქნება ურიგო. იცით, ერთი მოსწავლე მყავდა (დიახ, ჩემს "ოღრო-ჩოღრო" ბიოგრაფიაში "პედაგოგიური გადახვევაც" იყო), დიდი არაფერი, ჩვეულებრივი შტერი და ცელქი ბიჭი, არც ქვეყანა დაუქცევია და არც ამშენებლისა ეტყობოდა რამე; სრულწლოვანი რომ გახდა, იმ დღეს "დაკაცება" აღნიშნა, დათვრა და ტაქსისტს (ისე, "მეტაქსე" უნდა ერქვას) მობილური ტელეფონი მოჰპარა - "ნოკია", 50-ლარიანი; მოყვა ჩვენი პრეზიდენტის მგზნებარე მოწოდების ტალღაში: "ნულოვანი ტოლერანტობა მსუბუქ დანაშაულს" და მიუსაჯეს... როგორ ფიქრობთ, რამდენი? 2 წელი? ხუთწელიწადნახევარი? ექვსი წელი და "ჩეთვერი"? არა - 9 წელი! და სამი თვე!!! და ეს სამი თვე რაღა იყო, თქვე...

მალაიზია... ჯიგრები ხართ - ის ქალბატონები ოჯახებს დაუბრუნდებიან და აღარასოდეს შემთხვევითაც აღარ გაერევიან დანაშაულში, მაგრამ ეს?! გეთქვათ მაშინ ჩემთვის, ერთ ყურს ავუწევდი, ორ სილას გავაწნავდი, სამ "ტკბილ" სიტყვას ვეტყოდი და იმ ბავშვისგან ნორმალური კაცი გამოვიდოდა; ახლა კი მიიღეთ გაბოროტებული, ციხეში გაზრდილი, ყოველ დღესასწაულზე ამნისტიის ლოდინში ნერვებდაწყვეტილი, ძნელად გასაკონტროლებელი სუბიექტი, რომელიც, რაც ყველაზე უარესია, საზოგადოებაზე სამართლიანად არის ნაწყენი და ამ წყენის გადახდას იმ ციხეში ნასწავლი მეთოდებით გადაწყვეტს ალბათ, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება, ბავშვობის "ოფიციალურად დასრულების" დღიდანვე, იქ გაატარებინეთ და სხვა არაფერი უნახავს...

P.S. "კვირის პალიტრაში" სტატია წავიკითხე ახლა და იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ჩამიქრა, რომ ამათგან რამე გამოდნება - არც ნამუსზე აგდება შველით და არც ქება: "ეს კანონი კი არა, საშვილიშვილო წყევლაა!!!" - ასე ჰქვია სტატიას. არც ადგილი გვაქვს და აღარც ნერვები, რომ ყველაფერს მოგიყვეთ, მხოლოდ ამას ვიტყვი: 49-წლიანი (ზოგს 99-წლიანი) იჯარით გადაცემული ტყეების უცხოელ მოიჯარადეებს (ფაქტობრივად - პატრონებს, რადგან 49 წლის კი არა, 20 წლის მერეც მერე მანდ აღარაფერი დარჩება), ეტყობა, პრეტენზიები გაუჩნდათ: ტყე კი მოგვეცით, მაგრამ გარემოდაცვითი კანონებით მაინც ხელფეხშეკრული ვართო და თუ რამეს არ შეცვლით, ეს თქვენი ტყე ერთ ადგილას...
ჰოდა მიიღეს: კანონი ანუ ჩამონათვალი, თუ რა დარღვევა ეპატიება პირს, თუ წინასწარ(!) გადაიხდის კომპენსაციას!!!

P.P.S. ერთს დავამატებ: არ მჯერა, რომ ამ კანონის მიმღები თავის მოქალაქეებზე ფიქრობს, საქართველოში, მალაიზიაში თუ მარსზე... ამიტომ, ის ქალბატონები, ალბათ, მალაიზიურმა კანონმდებლობამ შეიწყალა და ჩემი მადლობა ხელისუფლებისადმი, უკან მიმაქვს.

"პროვოკატორი"
ჟურნალი "გზა"

ნანახია: 876 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (05.04.2012 12:03) [Материал]
მართლაც მაგარი პროვოკატორი, ხალხის გულში რაც ხდება იმას ამბობს ხმამაღლა

მეც არ გამიკვირდა, როგორ მოახერხეს მეთქი!?

იცით რა მიკვირს, ადამიანებს ჩამოხრჩობა შეუცვალეს 6 წლიანი პატიმრობით და არა მაგ. 20 წლიანით.
რაღაც ბევრ შეუსაბამობებს შეიცავს ეს ამბავი და ეჭვის საფუძველს ბადებს, რომ ეს ყველაფერი დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება.
პიარით უნდა აჯობოს ივანიშვილს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025