ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:20
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 9 » ქართველმა ილუზიონისტმა უკრაინული "ნიჭიერის" ჟიური მოხიბლა
09:37
ქართველმა ილუზიონისტმა უკრაინული "ნიჭიერის" ჟიური მოხიბლა

ქართველმა ილუზიონისტმა, დავით რობაქიძემ, რომელიც საზოგადოებამ ქართული "ნიჭიერიდან" გაიცნო, ძალები უკრაინულ "ნიჭიერშიც" მოსინჯა.

ქართველი ილუზიონისტი მაღალრეიტინგულ ტელეარხ СТБ-ს ესტუმრა. სწორედ ამ არხზე გადის ტელე-შოუ "უკრაინას აქვს ნიჭი" , რომელიც რეიტინგების მიხედვით, არხის ყველაზე პოპულარული გადაცემაა.

დავით რობაქიძემ ჟიურის და დარბაზს ბანქოთი რამდენიმე ფოკუსი უჩვენა. ეს ნომერი ქართულ ”ნიჭიერში” მისი წარმოდგენილი ნომრის ანალოგი იყო. დათოს გამოსვლა იმდენად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, რომ მალევე აიყოლია დარბაზი.

ქართველი ილუზიონისტი უკრაინაში ხელცარიელი არ ჩასულა. მან შოუს წამყვან აქსანა მარჩენკოს კონიაკი "თბილისური" უსახსოვრა. რა თქმა უნდა, ილუზიონისტმა ეს საჩუქარიც თავისი პროგრამის ნაწილად აქცია"" და წამყვანის თვალწინ ბოთლი "ჯადოსნური მონეტის" საშუალებით ”გააჩინა”.

ქართველი ილუზიონისტის გამოსვლა უკრაინელმა ბლოგერებმაც განიხილეს, მას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

დათოს გამოსვლა არც ქართული "ნიჭიერის" ბლოგზე დარჩა შეუმჩნეველი. მას და უკარინული "ნიჭიერის" კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ირაკლი მარუაშვილს, საიტმა სტატია მიუძღვნა.

საბოლოოოდ ჟიურიმ რობაქიძის გამოსვლა მოიწონა. მას არა მხოლოდ ილუზიონისტი, არამედ "შოუმენიც" უწოდეს და შემდეგ ტურში გადაიყვანეს.

ტელეარხ СТБ-ის მაუწყებლობა უკრაინის ტერიტორიის 94%-ზე ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო


ნანახია: 817 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025