ოთხშაბათი, 18.06.2025, 17:19
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » "ქართული ოცნება" ვახტანგ კომახიძესთან წარმომადგენელს გაგზავნის
08:55
"ქართული ოცნება" ვახტანგ კომახიძესთან წარმომადგენელს გაგზავნის

"ქართული ოცნება" ვახტანგ კომახიძესთან საკუთარ წარმომადგენელს გაგზავნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, კომახიძის მიერ გავრცელებული განცხადება სერიოზულ სიგნალებს შეიცავს, რომლებსაც მეტი ჩაღრმავება სჭირდება.

"ამ მიზნით "ქართული ოცნება" ვახტანგ კომახიძესთან თავის წარმომადგენელს გაგზავნის, რათა უფრო დეტალურად გავიგოთ, რაზეა საუბარი. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვეცდებით, ჩვენი წარმომადგენლის საშუალებით მივიღოთ სხვა ცნობებიც, რომლის გაცხადებაც მას არ შეეძლო", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

იმ პირის ვინაობის დაკონკრეტებისგან, ვისაც "ქართული ოცნება" ვახტანგ კომახიძესთან გაგზავნის, მაია ფანჯიკიძე თავს იკავებს.
ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
აღნიშნული ინფორმაცია კომახიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე განათავსა.
წერილში იგი აღნიშნავს, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება უქმნის.

"ეს, შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა იგი რეგიონებს ესტუმრება. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასეთი განცხადება წარმოშობს. მაგრამ, ვალდებული ვარ, ამ ინფორმაციაზე ვილაპარაკო ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რადგან მისი არც გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს და არც იმის გარანტია, რომ წყაროს იდენტიფიცირების შემთხვევაში დანაშაულებრივი განზრახვის ავტორები შეიზღუდებიან და არ შეილახება წყაროს უფლებები და უსაფრთხოება. ცხადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ წყაროს მიერ ინფორმაციის გავრცელება ირიბ მიზნებს ემსახურებოდეს, ამისთვის აუცილებელია ინფორმაციის სანდოობის დადგენა, თუმცა, სანდოობის ხარისხის დადგენის შეუძლებლობამ არ უნდა შეიწიროს სავარაუდო საფრთხის მნიშვნელობა", - აღნიშნავს კომახიძე.

წერილში იგი ზურაბ ჟვანიას, რაულ იუსუფოვის და ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვის "გამოუძიებელ საქმეებსაც" იხსენიებს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკუთარ ვარაუდს, ინფორმაციის კეთილსინდისიერების შესახებ, გადაჭარბებულად არ თვლის.

კომახიძის აზრით, აღნიშნულ განცხადებას პრევენციული როლის შესრულება შეუძლია.
ამავე თემაზე ვახტანგ კომახიძესთან ინტერვიუ გაზეთმა "ალიამაც" ჩაწერა. ინტერვიუში კომახიძე წყაროს სანდოობაზე საუბრობს.
მისი თქმით, რადგან განცხადება გამოაქვეყნა, ეს ნიშნავს, რომ წყარო უმნიშვნელო არ იყო.


ნანახია: 841 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025