მთავარი » 2012»აპრილი»2 » კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
09:36
კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი
დაშავდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის
შედეგად 9 ადამიანმა - მსუბუქი, ორმა კი შედარებით მძიმე დაზიანებები
მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები გადაიყვანა. ექიმების
განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის მიზეზებს
გამოძიება დაადგენს.