ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:58
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივნისი » 5 » თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინში
08:50
თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინში

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ქვეყნის 13-გზის ჩემპიონმა და 9-გზის თასის მფლობელმა თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეოთხე სეზონი ჩაამთავრა ოქროს მედლების გარეშე.

ამასთან, რომან ფიფიას მფლობელობაში გადასულმა "დინამომ" საკლუბო ანტირეკორდიც დაამყარა: აქამდე არასდროს მომხდარა, გუნდს სეზონი პირველ სამეულს მიღმა რომ დაემთავრებინოს. სხვათა შორის, 1994 წლის მერე არც ის ყოფილა, "დინამოს" ევროტურნირებზე რომ არ ეთამაშოს!

რა თქმა უნდა, ასეთი შედეგები არც კლუბის მეპატრონეს და არც გულშემატკივარს დააკმაყოფილებდა - 2011-2012 წლების საფეხბურთო სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯერ ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დაითხოვეს, შემდეგ მისმა მემკვიდრე გიორგი დევდარიანმა დატოვა თანამდებობა. სეზონი კი გუნდს დროებითმა თავკაცმა რამაზ მუმლაძემ ჩაამთავრებინა.

რომან ფიფია გუნდის შემადგენლობის განახლებაზე ჯერ კიდევ ჩემპიონატის დასრულებამდე ალაპარაკდა - ამბობდა, მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ჯგუფი დაგვტოვებსო.

ახლა ყველას აინტერესებს, რა ცვლილებები მოხდება ამ ზაფხულს თბილისის "დინამოში". ამის გასარკვევად  გაზეთი "ლელო" გუნდის გენერალურ დირექტორს სანდრო შახოვს ესაუბრა.

იხილეთ ვრცლად


ნანახია: 851 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025