საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ახალი საწყლოსნო კომპლექსი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილი კომპლექსის გახსნაზე იმ ბავშვებთან ერთად მივიდა,
რომლებიც მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. მიხეილ
სააკაშვილმა ბავშვები ახალი კომპლექსის დასათვალიერებლად თავად წაიყვანა.
იქამდე კი ავტობუსში, რომლითაც ბავშვებთან ერთად მგზავრობდა, მათ
"ოცნებების ასრულებას" დაპირდა
ეს შეკითხვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მომხმარებლებმა დაახლოებით ორი საათის წინ დასვეს, რასაც არერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.
შეკითხვასთან ერთად გავრცელდა ფოტოც, რომლის ერთ მხარეს ქურდულ
ტრადიციებთან და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული, ამჟამად
პატიმრობაში მყოფი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, ხოლო მეორე მხარეს
მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძეა გამოსახული.
საქართველოს
მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს საშუალება ექნება, რომ ორ არჩევნებზე ორ
ადგილას მაინც მისცეს ხმა. მათ ამის საშუალებას ახალი "საარჩევნო კოდექსი"
აძლევს, რომლის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
"საარჩევნო კოდექსში" რამდენიმე ცვლილება შედის იმ არგუმენტით, რომ მოხდეს
საარჩევნო პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობა. თუმცა ექსპერტები და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე საკითხს საკმაოდ
შემაშფოთებლად მიიჩნევენ.
"ქართული დასის" ლიდერის დეპუტატ ჯონდი
ბაღათურიას შეფასებით, პარლამენტს ვიცე-სპიკერი ჰყავს რომელსაც 5 ათასი
ადამიანი ფულის მოპარვას ედავება და ის მაინც ვიცე–სპიკერია.