"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, საგანგებოდ გამართულ თათბირზე, ბიძინა ივანიშვილის "გასანეიტრალებლად" ახალი გეგმა იქნა შემუშავებული.
როგორც ჩანს, ყინული დაიძრა. „ქართული ოცნების"
ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „სახალხო კრების" წარმომადგენლებს შეხვდა და
როგორც ცნობილია, რამდენიმე მათგანს მაჟორიტარად კენჭისყრის შემთხვევაში
„ქართული ოცნების" მხარდაჭერა აღუთქვა. კერძოდ, საუბარია ლუკა კურტანიძეზე,
სოსო ჯაჭვლიანზე, ნონა გაფრინდაშვილსა და გია ბურჯანაძეზე.