მინდა სამძიმარი გამოვთქვა ქუთაისში, პარლამენტის უდღეური შენობის მშენებლობაზე დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ.
„ადამიანები"-მეთქი,
რომ ვთქვი, შეცდომით არ მითქვამს – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს
ფლიდი ხელისუფალი მხოლოდ ერთ გარდაცვლილზე საუბრობს, ასე მგონია, რომ
მსხვერპლი გაცილებით მეტია და თანდათან შემოგვაპარებენ. თუმცა, თუ
გაუვიდათ, საერთოდ გადამალავენ კიდეც გვამებს. ეს ხომ სააკაშვილის ავაზაკურ
ხელისუფლებას საკმაოდ ეხერხება…
|