საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში ვიზიტის
გასაშუქებლად ჟურნალისტებისთვის ახალი შეზღუდვები დაწესდა. შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრის ცნობით, თუ აქამდე ცენტრალური ტელევიზიების
ჟურნალისტები უპირატესობით, ხოლო რეგიონული ჟურნალისტები შეზღუდული უფლებით
სარგებლობდნენ, ამჯერად რეგიონული ვიზიტის დროს პრეზიდენტის თანხლება
ცენტრალურ არხებსაც აეკრძალათ.