საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში
არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების
გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი,
უწყებამ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატის
მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.