ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივნისი » 8 » სააკაშვილი ქუთაისში დასეირნობს
09:24
სააკაშვილი ქუთაისში დასეირნობს


სააკაშვილი ქუთაისში დასეირნობს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ქუთაისში პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ადგილს მოინახულებენ. ამჟამად სააკაშვილი უკვე ქუთაისშია და როგორც ადგილობრივებმა presage.tv–ს აცნობეს, ქუთაისის ქუჩებში დასეირნობს. მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი ქალაქში ძალიან ბევრი პოლიციელია მობილიზებული.

„ამჟამად ქუთაისის ცენტრში, თეატრთან უამრავი პოლიციელია მობილიზებული. აქ არიან სახელმწიფო დაცვის სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა უწყებების თანამშრომლებიც. იმდენი პოლიციელია, რომ ომი იწყება, თუ რა ხდება ვერ გავიგეთ", – აღნიშნავს ერთ–ერთი ადგილობრივი მკვიდრი presage.tv–სთან საუბარში. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უზარმაზარი ამალით გადაადგილდება ქუთაისის ქუჩებში და ამის გამო მთელი ქალაქი პარალიზებულია.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ლამის მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს. როგორც ჩანს, ნაცმოძრაობის ადგილობრივმა მესვეურებმა სააკაშვილის სულიერ სიმშვიდეზეც იზრუნეს. კერძოდ, როგორც presage.tv –ს ქუთაისიდან აცნობებენ, გუშინ საღამოს მთელ ქუთაისში ჩამოიარეს და „ქართული ოცნების" პლაკატები ჩამოხიეს.

„წუხელ ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურმა დაიარა მთელი ქალაქი და თუკი სადმე, ხეზე ან კედელზე „ქართული ოცნების" პლაკატები იყო გაკრული, ყველა ჩამოხიეს და ის ადგილებიც ისე გაასუფთავეს, რომ არც ეტყობა, თუკი აქ პლაკატები იყო გაკრული. საინტერესოა ისიც, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს თან დაჰყვებოდნენ პოლიციის ოპერმუშაკები და როგორც ჩანს პლაკატების ჩამოხევის პროცესს ზედამხედველობდნენ", – ატყობინებენ presage.tv–ს ქუთაისიდან.

შეგასენებთ, რომ ორი დღეა ქუთაისი პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრად არის ქცეული. გუშინ იქ „ქართული ოცნების" აქტივისტები დააკავეს, საღამოს კი ქუთაისის პარლამენტის ახალაშენებული შენობის დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

10 ივნისს ქუთაისში „ქართული ოცნების" აქციის ჩატარება იგეგმება და კოალიციის პლაკატებიც ქალაქის ქუჩებში სწორედ ამის გამო იყო გაკრული, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, წუხელ ისინი სულ ჩამოხიეს.


ნანახია: 805 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2
0  
1 ბიბი   (08.06.2012 10:02) [Материал]
გეთანხმები, გამგე, ეშინიათ, მაგრამ თვითონაც არანაკლებ, მე ვიტყოდი, უფრო მეტადაც საშიშნი არიან, უკადრებელს კადრულობენ და იკადრებენ angry angry

0  
2 leila   (08.06.2012 14:27) [Материал]
გამარჯობათ!!! კომპი გავაკეტე..... სტუმრად რატომ მიმ იგო ლონდაააა. სად ხარ. cry cry cry

რა მოხდა რა ინციდენტი?
როგორ ხარტ ??? tongue

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025