
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი "იუნესკოს" კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასეთია საკითხზე წინასწარი შეფასება, რომელიც "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება.
36-ე სესიისთვის მომზადებული წინასწარი დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრის მოლაპარაკებების საფუძველზე, "იუნესკომ" საქართველოს მთავრობას სარეაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.
იხილეთ ასევე "ბაგრატთან ერთად კულტურული მემკვიდრეობიდან, შესაძლოა, გელათიც ამოიღონ"