ოთხშაბათი, 18.06.2025, 13:02
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივნისი » 13 » ნაციონალები ზუგდიდში მაჟორიტარად როლანდ ახალაიას კანდიდატურას დააყენებენ
09:54
ნაციონალები ზუგდიდში მაჟორიტარად როლანდ ახალაიას კანდიდატურას დააყენებენ


 ნაციონალები ზუგდიდში მაჟორიტარად როლანდ ახალაიას კანდიდატურას დააყენებენ

ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად როლანდ ახალაიას კანდიდატურის დაყენებას გეგმავს.

როგორც from.ge–ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, „ნაციონალური მოძრაობამ" ზუგდიდში არჩევანი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორზე როლანდ ახალაიაზე გააკეთა.

როლანდ ახალაია, რომელიც თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალიას მამაა, ზუგდიდის პროკურორად – 1986-1990 წლებში მუშაობდა, 1996-2001 წლებში კი ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურორი იყო.

როლანდ ახალაია ერთადერთი არ არის, ვინც პროკურატურიდან პოლიტიკაში მიდის. მანამდე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თანამდებობა დატოვა და კრწანისის რაიონში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

ნაციონალებს საარჩევნო სიაში და მაჟორიტარებად პროკურატურის სხვა წარმომადგენლებიც ეყოლებათ.

ნანახია: 855 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 დიანა   (13.06.2012 18:49) [Материал]
ტრალებს და ტრიალებს მიშოს კარუსელი angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025