ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:48
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივნისი » 3 » მიხეილ სააკაშვილი: ევროპაში უკვე დაიწყო საუბარი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი
09:48
მიხეილ სააკაშვილი: ევროპაში უკვე დაიწყო საუბარი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი

„ევროკავშირთან ჩვენ გვექნება შეთანხმება ასოცირებული წევრობის შესახებ და ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც საჭიროა სრულფასოვან გაწევრიანებასთან დაკავშირებული დიალოგის  დასაწყებად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა  ევროპის კვირეულის მონაწილეებთან შეხვედრისას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპაში უკვე დაიწყო საუბარი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ შარშან ეს პრეზიდენტ სარკოზისგანაც მოვისმინე. ბოლო თვეების განმავლობაში ეს სულ უფრო ხშირად მესმის ევროპელი ლიდერებისგან და ამას უკვე ჩვენც ვეჩვევით. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა - თაობებისა და ასწლეულების ოცნება საქართველოსთვის.

უკანასკნელ პერიოდში ქართველი მეფეების წერილებს ვკითხულობდი, რომლებსაც ისინი რომის პაპს სწერდნენ იმის შესახებ თუ რამდენად კარგი ქვეყანა იყო საქართველო, სად მდებარეობდა ის, როგორ მოწონდათ ევროპა და ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვდნენ. მათ ყველა დიდ მონარქთან, მათ შორის, ლუი მეთოთხმეტეს კარზეც გაგზავნეს დელეგაცია... იმ დროს საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა კათოლიკური სარწმუნოებაც მიიღო, რათა ხაზი გაესვა ევროპასთან ჩვენი კავშირისთვის.

მაშინ ევროპის დანარჩენი ნაწილი ჩვენით დაინტერესებული არ იყო, ქართველები კი უცხო მმართველებისგან თავის დაღწევასა და ევროპასთან დაახლოებას ცდილობდნენ...

დღეს სხვა პირობებში ვცხოვრობთ. ასეთი ოპტიმისტური განწყობა არასდროს არ მქონია.

ეს არის ჩვენი ევროპული დიპლომატიის უდიდესი ცვლილება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ნანახია: 1393 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 5001 2 3 ... 33 34 »
0  
1 ბიბი   (03.06.2012 10:03) [Материал]
OK! ლონდა, ფერადად როგორ უნდა დავწერო, ან შრიფტის ზომა როგორ ვარეგულირო?

0  
2 არალე   (03.06.2012 10:05) [Материал]
ქოსატყუილა

ამას მგონი თვითონ სჯერა რასაც ამბობს
თაობები საქართველოში თურმე ასწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ ევროკავშირის წევრობაზე.

ვახტანგ მეექვსისგან განსხვავებული ხედვები აქვს სააკაშვილს, ვაშა, მეგობრებო, ავშენებულვართ,არ დაუშვებს იგივე შეცდომებს,

0  
3 არალე   (03.06.2012 10:22) [Материал]
დიდმა მამულიშვილმა, სულხან- საბამ, ვერ დაარწმუნა ფრანგთა დიდი მეფე დახმარების ხელი გაეწოდებინა საქართველოსათვის
ძალიან მაგრად ეკიდა ლუი მეთოთხმეტეს საქართველოც და მისი პრობლემებიც.

ჩვენთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, საკუთარ თავს თვითონ უნდა მივხედოთ პირველ რიგში, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს.

0  
4 არალე   (03.06.2012 10:38) [Материал]
ამ პატივცემულ თურქ ჟურნალისტს ვერ ჰქონია მთლად სწორი ინფორმაცია, თურქებს რუსეთის რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ დაპყრობილი ბათუმი და მისი შემოგარენი.

მე -18 საუკუნის მეორე ნახევრის რუკებში საქარტველო ტერიტორია, ბათუმი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი.

0  
5 არალე   (03.06.2012 10:39) [Материал]

0  
6 არალე   (03.06.2012 10:48) [Материал]
ტერიტორიების ახალი გადანაწილება მოხდა ყირიმის ომის შემდეგ.
ასევე, საზღვრის სერიოზული შესწორება მოხდა 1878 წლის სან- სტეფანოს ზავისა და ბერლინის კონგრესის სემდეგ. აქ მიღებული ტრაქტატით საქარტველოს დაუბრუნდა თავისი ტერიტორიები კლარჯეთი, შავშეთი, კოლა , არტაანი, ოლთისი და აჭარა. ეჰ....
აჭარა დატოვეს თურქებმა 1878 წლის 25 აგვისტოს.

მოკლედ , ეს ძალიან დიდი თემაა
ბოლშევიკების შემდეგ საქარტველო მიდევ ერტხელ გახდა დიდი ქვეყნების გარიგების მსხვერპლი და მივიღეთ ის , რაც დღეს გვაქვს.

0  
7 არალე   (03.06.2012 10:51) [Материал]
კარგი რა ლონდა, შენ ნარნარას პოსტებს კიდევ კითხულობ?
ისე ხანდახან მეც ვკითხულობ, როცა სიცილის ხასიათზე ვარ, და ის მეორე , წერა რომ ვერ ისწავლა ვერაფრით biggrin

0  
8 არალე   (03.06.2012 10:57) [Материал]
რას არ იგონებენ, საგულაო ფული როცა შემოაკლდებათ, აბა, მეტი საქმე არ აქვთ მაგათ ცოლებს, ჩვენსავით ვირებივით იმუშავებენ და ისე შეჭამენ პურს არსობისას.

ჩემი ქმარი რომ მთავრობის ჩინოვნიკი იყოს, ნეტავ როგორი ვიქნებოდი? tongue

0  
9 არალე   (03.06.2012 11:12) [Материал]
1945 წლის 5 იანვრის გაზეთ ,,კომუნისტის,, ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის წერილი
,, გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ცემი ხმა შევურეთო ერის სამართლიან მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული იყო თურქეთის მიმართ, ტავისუფალ ერთა გაერთიანების წევრმა ოსმალეთმა საქართვეñლოს უნდა დაუბრუნოს ქართული მიწა-წყალი არტაანის, ართვინის, ოლთისის, თორნის, გირესუნის ჩათვლით.

ეჰ, რა შანსი გავუშვით ხელიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა მუხლებზე დაჩოქილი იყო თურქეთი. angry

0  
10 ბიბი   (03.06.2012 11:16) [Материал]
გამარჯობათ! დასული ვიყავი და ჩართული დამრჩენია smile მადლობა, ლონდა, ვცდი აბა smile

0  
11 ბიბი   (03.06.2012 11:16) [Материал]
გასული უნდა იყოს biggrin

0  
12 ბიბი   (03.06.2012 11:20) [Материал]
WOW! ეს რამდენი სტუმრები გვყოლია!

0  
13 seri   (03.06.2012 11:24) [Материал]
გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო!
ბიბი, გილოცავ შვილის დაბადების დღეს, |ღმერთმა კარგად გიმყოფოს.

0  
14 არალე   (03.06.2012 11:26) [Материал]
კიდევ კარგი ღარიბი ქართველი გასტარბაიტერის ცოლი ვარ და არა გაბღენძილი ჩინოვნიკის tongue tongue

0  
15 არალე   (03.06.2012 11:29) [Материал]
მართალია, არ უარყოფს, ანუ მართლაც წერია

მერე, ამაზე არავინ არ უნდა ამოიღოს ხმა?

შაშკინს ურჩევნია, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების სამსახურიდან განტავისუფლების მაგივრად , მაგ საქმეს მიხედოს და თავის თურქ კოლეგას დაუკავშირდეს პროტესტით

ისევ მაესტრო, თორემ სხვას ვის სცალია ქართველების პრობლემებისთვის, რუსთავ 2-სთვის ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი დღესასწაულია მიშას ხელში

1-15 16-30 31-45 ... 481-495 496-500
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025