ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:31
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივნისი » 13 » ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს
09:48
ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი, ექკლუზიურად "გურია ნიუსთან გააკეთა". ივანიშვილი ამბობს, რომ მილიონებს არ გადაიხდის:

ბიძინა ივანიშვილი_ თანხის გადახდას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რამდენადაც ეს უკვე აბსურდია. თქვენ უნდა ნახოთ სასამართლოსა და ადვოკატების საუბრის ჩანაწერები _ ეს არის ყველაზე საინტერესო. სასამართლო დავიდა "რეალტივის", "რუსთავი 2"-ის, "იმედის" თუ გინდ პირველი არხის დონეზე. როგორც ისინი ჭორაობენ, ისე ხდება სასამართლოშიც. მათი ტერმინოლოგიაც ლამის ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც ადვოკატები უსვამენ კითხვას, გვაჩვენეთ კავშირი რაღაც ორგანიზაციასა და ივანიშვილს შორის, მოსამართლე პასუხობს _ ეს ხომ ყველამ იცის! რას ნიშნავს ყველამ იცის? _ იურიდიულ პირთან მიმართებაში რომ სხვა კანონმდებლობა არსებობს და ფიზიკურთან _ სხვა, არაფერს ნიშნავს?! კავშირებს ჭორებით ადგენენ, ისე, როგორც სააკაშვილის ტელევიზიები, რომლებმაც თავიანთი ტერმინოლოგია სასამართლოში გადაიტანეს. მოსამართლე ვალდებულადაც აღარ თვლის, თავს ადვოკატს აუხსნას ვითარება იურიდიულად, კანონის საფუძველზე. ხსნიან მარტივად _ ეს ხომ ყველამ იცის, ეს ხომ მისი ძმაა, ამ კომპანიასთან ხომ ადრე ჰქონდა რაღაც ურთიერთობა. ეს ისეთი აბსურდია, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჯარიმებს არ გადაიხდის, გვაპსუხობს, რომ ეს ხელისუფლებამ უნდა თქვას: _ ეს უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას _ რას აპირებენ შემდგომში. მე მინდა დავაწყნარო საქართველოს მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ესენი აგონიაში ჩავარდნილი ხალხია და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე პროცესი შემოაბრუნონ. ეს ხალხი აბსოლუტურ ისტერიკაშია. უფრო სწორად, ერთი კაცია ისტერიკაში და ის კარგად ხვდება, რომ ყველაფერი მიდის დასასრულისკენ, ლოგიკური დასასრულისკენ. ამიტომ, მას უნდა, რომ წინააღმდეგობა გაწიოს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი განვითარდება ლოგიკურად და ერთი კაცი ვერ შეძლებს საქართველოს მოსახლეობის შეჩერებას, _ დასძინა "გურია ნიუსთან" საუბრისას კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა.

ნანახია: 840 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025