ხუთშაბათი, 19.06.2025, 02:06
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივნისი » 2 » EurasiaNet.org - საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა პროპორციულობის თვალსაზრისით რუსეთზე დიდია
10:06
EurasiaNet.org - საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა პროპორციულობის თვალსაზრისით რუსეთზე დიდია
 საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა პროპორციულობის თვალსაზრისით რუსეთზე დიდია, - აღნიშნულია EurasiaNet.org-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას ეხება.
სტატიის თანახმად, მაშინ როდესაც, საქართველოში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და თბილისი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფონზე დემოკრატიზაციის სფეროში ლიდერია, ქვეყანაში პატიმრების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში – 531 პატიმარი 100 ათას ადამიანზე.
"ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია საბჭოთა მემკვიდრეობისგან – სასამართლო განუკითხაობისგან – გამიჯვნას ცდილობს. ქვეყანაში არის სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და ციხეებთან დაკავშირებული სიტუაციის რეფორმირების გზით დარეგულირების მცდელობები. მაგრამ ინფორმაცია სისტემატიურ დარღვევებზე მუდმივად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს გამჭვირვალობისადმი ერთგულება, ინფორმაციის მიღებას პატიმრების რიცხვსა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე სირთულეები ახლავს, რადგან ხელისუფლება სერიოზულად ზღუდავს მსგავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას" - აღნიშნულია სტატიაში. EurasiaNet.org-ის კორესპოდენტი ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ზურაბ დელიანიძის საქმეზეც წერს და აღნიშნავს, რომ პატიმარ დელიანიძესთან დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტი ერთ-ერთია ბოლო დროს ატეხილ მთელ რიგ სკანდალებს შორის. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვარაუდობენ, რომ დელიანიძის საქმე ქართულ ციხეებში არსებულ სისტემურ პრობლემებს ასახავს.
საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე EurasiaNet.org-ის კორესპონდენტთან საუბარზე უარი განაცხადეს და წერილის ავტორს ურჩიეს, სამინისტროს საიტისთვის მიემართა. უწყების რეფორმირების პირველად ამოცანებში აღნიშნულია ახალი ციხეების მშენებლობა პატიმრების უფლებების შემდგომი უზრუნველყოფის ფარგლებში.
"პატიმრებთან დაკავშირებულ ბოროტმოქმედებებს ხელს უწყობს ციხეების გადატვირთულობა და დაუსჯელობის განცდა ციხის პერსონალში", - აღნიშნავს ორგანიზაციის "ციხის საერთაშორისო რეფორმის" ამიერკავკასიური განყოფილების დირექტორი ცირა ჭანტურია, რომელიც საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას 2003 წლიდან აკვირდება. "ძალადობრივი ზემოქმედების გარდა, ხელისუფლება პატიმრების მიმართ ისეთ სადამსჯელო ზომებს მიმართავს, როგორებიცაა მათი უწყლოდ და სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვება, - ამტკიცებს უფლებადამცველი ორგანიზაციის "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"-ს აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი", - წერს EurasiaNet.org -ის კორესპოდენტი.
"ხელისუფლება კრიტიკის ობიექტია ისეთი მიდგომისთვის, რასაც ზოგადად სამართალდარღვევისთვის დაპატიმრება ჰქვია. მაგალითად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის (HRW) 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული დაკავება (ადამიანების უმნიშვნელო სამართარღვევის გამო დაპატიმრება) საქართველოს მოქალაქეებს ადეკვატური სამართლებრივი პროცედურის უფლებას ართმევს. ხელისუფლების მტკიცებით, ასეთი კრიტიკა ხელს უწყობს პატიმრების პირობების შეცვლას", - აღნიშნულია სტატიაში.
EurasiaNet.org-ის კორესპონდენტის შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვა ფორმალურია და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
" პროტოკოლების მიღება, მხოლოდ სამი დღის გასვლის შემდეგ შეიძლება, მაშინ როცა აპელაციაზე განაცხადი 48 საათზე გვიან არ უნდა გაკეთდეს. იუსტიციის სამინისტრომ არ გამოაქვეყნა ამ პროცედურაში მის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, და პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისთვის ინტერვიუსთან დაკავშირებულ თხოვნაზე არ გვიპასუხა", - წერს გამოცემა.
EurasiaNet.org-ის სტატიის ქართულ ვერსიას ”ფორეიგნპრესს.გე” ავრცელებს.
ნანახია: 1328 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1911 2 3 ... 12 13 »
0  
1 კობა   (02.06.2012 10:34) [Материал]
მეც აქა ვარ!

0  
2 კობა   (02.06.2012 10:38) [Материал]
გამარჯობათ არალე ლონდა! მე სდ მაქვს ამის ნერვები, ეს ორი დღეა ცოფებს ვყრი! biggrin biggrin biggrin

0  
3 ვერელი   (02.06.2012 10:59) [Материал]

0  
4 ვერელი   (02.06.2012 11:00) [Материал]

0  
5 seri   (02.06.2012 11:16) [Материал]
ერთ ბოთლ პივაზე რო გასროკავ თანაც მალალეტკას, აბა რა ინქბა.

0  
6 დიანა   (02.06.2012 11:18) [Материал]
გამარჯობა მეგობრებო როგორ მაკლიხართ ,რომ იცოდეთ მგონი დღეს უკეთ იგზავნება პოსტები.სამჯერ ვაკაკუნებ,თვალი არ ეცეს smile

0  
7 დიანა   (02.06.2012 11:19) [Материал]
რამდენი დღეა,ვებრძოლებით საიტს.რა ხდება,მიზეზი თუ იცით ვინმემ?

0  
8 seri   (02.06.2012 11:20) [Материал]
კიდევ გამარჯობათ :))

0  
9 ვერელი   (02.06.2012 11:22) [Материал]
გვერდის განახლებისას F5 ვაწვები და საერთოდ ითიშება, შავღონდი ჯოო

0  
10 დიანა   (02.06.2012 11:24) [Материал]
სერი,გაგიმარჯოს შემოგევლე.ლონდა,გუშინ მარგველაშვილი იყო აქუსთან.იქნებ დადო რა

0  
11 ვერელი   (02.06.2012 11:26) [Материал]
გამგე სანამ მაგათ სისხლს არ მოვწოვ ვერ მოვისვენებ წავიდნენ მაგათი

0  
12 დიანა   (02.06.2012 11:29) [Материал]
ხო ლონდა,გავცოფდი,მაგ ორი არაკაცის-ღაღიკასი და იოსკას "გარდაქმნა"რომ ვიხილე.ეგ ორი გაიძვერა,საკუთარ შვილებსაც რომ უღლატებენ,თუ სარგებელი დაინახეს ფუი,ვერ ვიტან ბინძური სულის ადამიანებს.

0  
13 seri   (02.06.2012 11:29) [Материал]
გრიპი აქვს ჩვენ საიტს :)) მიშისტური საიტები ვაფშე დაბლოკილა. ეგრე უნდა მაგათ :))

0  
14 seri   (02.06.2012 11:33) [Материал]
იოსება მახსოვს. ერთ მშვენიერ დღეს გავიდა ბაბაჯანიდან და აღარ დაბრუნებულა..

0  
15 დიანა   (02.06.2012 11:37) [Материал]
ჩვენს სტარლინგ-დარლინგს ვულოცავ დაბადების დღეს!გაიხარე სტარ,მრავალ წლს გეზეიმოს ეს დღე ,როგორც შენს გულს გაუხარდება!ჯანმრთელობა,სიკეთე,ბარაქა არ მოგკლებოდეს

1-15 16-30 31-45 ... 166-180 181-191
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025